ტიკარაძე: ღმერთი არის ყველგან, ჩვენ გვაქვს საშუალება ვილოცოთ სახლში 

ტიკარაძე: ღმერთი არის ყველგან, ჩვენ გვაქვს საშუალება ვილოცოთ სახლში 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოსახლეობას საშუალება აქვს სახლში ილოცოს.

„როგორც სასულიერო პირები ხშირად ამბობენ, ღმერთი არის ყველგან და მეც მჯერა ამის, ღმერთი არის ყველგან. ჩვენ გვაქვს საშუალება, ვილოცოთ სახლებში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასულიერო პირები ილოცებენ ჩვენთვის ტაძრებში,” – განაცხადა „დღის კურიერში” ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, მართლმადიდებლური ეკლესია 19 აპრილს აღდგომას იზეიმებს.