თბილისის ზღვის ჰოსპიტალში პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები კლინიკაში მოთავსებულმა პაციენტმა გამოიძახა.
ის კლინიკაში არასათანადო მდგომარეობის გამო ჩივის. მისი თქმით, ერთ ოთახში ბევრი ადამიანია მოთავსებული, საავადმყოფოში არც დეზინფექცია ტარდება.
„ერთი საპირფარეშოა, რომელიც არც კი ჩარეცხილა”- ამბობს მოქალაქე.
მისი თქმით, მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან ერთად უწევთ ყოფნა შედარებით მსუბუქი ფორმით მოთავსებულ პაციენტებსაც.
არსებული ინფორმაცით, პაციენტსა და ექიმს შორის დაპირისპირებაც მოხდა.