პაატა იმნაძე: მივმართავ მრევლს, დავიცვათ დედა ეკლესია

პაატა იმნაძე: მივმართავ მრევლს, დავიცვათ დედა ეკლესია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მრევლს მოუწოდებს, ნუ მივლენ ეკლესიაში და სახლში ილოცონ.

„მინდა მივმართო მრევლს. დავიცვათ დედა ეკლესია, დავიცვათ ჩვენი მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. ნუ მიხვალთ ეკლესიაში, სახლში ილოცეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკტება, იქ იქნებიან მღვდელმსახურები, მრევლმა კი უმჯობესია სახლში ილოცოს.