თუ აპრილის ბოლომდე დინამიკა 600 -700 შემთხვევას არ ასცდება, ეს იდეალური იქნება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„ჩვენი ტიპის ქვეყნებში – ლიეტუა, ლატვია, ესტონეთი, 15 თებერვალს პირველი შემთხვევა იყო. ჩვენთან იყო 26-ში, ანუ 10 დღის მერე. დღეს ისინი არიან იქ, სადაც არიან – დაახლოებით 500-დან 700 შემთხვევამდე.
თქვენ იცით, ჩვენი მეზობლების ისტორიაც დაახლოებით ასეთია. ამიტომ, ჩვენ თუ პირველი დაავადების აღმოჩენიდან, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან დაახლოებით თვენახევარში, აპრილის ბოლომდე გვექნება 600-700 შემთხვევა, მე ვამბობ, ვთქვათ, იმ ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს იქნება ტრაექტორიის ის კარგი მრუდი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთოს.
უდიდესი ნაწილი მედიკოსების ამბობს – 6-8 კვირის შემდგომ, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი მოლოდინი და არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ორ კვირაში აქ ეს დაავადება დამთავრდება… 6-8 კვირა დაახლოებით ითვლება კრიტიკული პერიოდის დაწყებიდან, ანუ ჩვენ ახლა, სადაც ვართ, იქედან უნდა ვიგულისხმოთ,“ – განაცხადა კულუმბეგოვმა.