იგასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით უკვე 5 936 ადამიანი დაავადდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში COVID 19-ის უკვე 91 714 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ზედიზედ მესამე დღეა მცირდება ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი. კვირას ქვეყანაში 5 936 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შაბათს 6 082, პარასკევს კი 6 174. ვირუსს გერმანიაში უკვე 1 342 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.