საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 39 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით 3 ახალი გამოჯანმრთელებული კლინიკას დღეს დატოვებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19 174 ადამიანს დაუდგინდა, გარდაცვლილია 2 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 5 067 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.