გია აბაშიძე: მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს ალაგმოს კორონაცების მავნებლობა, მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს

გია აბაშიძე: მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს ალაგმოს კორონაცების მავნებლობა, მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს

 

მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს ალაგმოს კორონაცების მავნებლობა, მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძე საუბობს ბრიტანეთზე, სადაც მაუწყებლებმა გაფრთხილება მიიღეს მარეგულირებლისგან , რომ დაექვემდებარებოდა სანქციებს, თუკი გაავრცელებენ ყალბ სამედიცინო რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით.

,,ბრიტანელმა მაუწყებლებმა გაფრთხილება მიიღეს მარეგულირებლისგან [Ofcom] , დაექვემდებარებით სანქციებს, თუკი გაავრცელებთ ყალბ სამედიცინო რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით.  გაფრთხილება უკავშირდება სასექსის ადგილობრივ რადიოეთერში "რეგისტრირებული ექთნის" შეთქმულების თეორიის გავრცელებას, რომ თითქოსდა COVID-19 პანდემია უკავშირდება 5G სატელეფონო ქსელებს.

ერთი შემთხვევის შემდეგ, სასტიკი გაფრთხილება და სანქციებით დამუქრება დიდ ბრიტანეთში. საქართველოში რა ხდება? როდემდე უნდა ითმინოს საზოგადოებამ SAACOVID-5-ის "მთავარი მატყუარას" არხის, მავნებელი "ტვ პირველის", კეზერას ურეიტინგო "ფორმულის", აქუსა და გოიმი ჯანგოს "კავკასიის" (უტიფარმა გუბაზმა აქუსთან - კორონავირუსის პრევენცია აჯიკითა და ჭაჭით ხდებაო), ფეიკნიუსერი და უვიცი კაპანაძის presa.ge-სა და სხვა ნაცკორონების ტყუილები, დეზინფორმაცია და მავნებლობა?! მოვუწოდოთ ჩვენ ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს, ალაგმოს კორონაცების მავნებლობა. მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს",- წერს გია აბაშიძე.

amo იცით რატომ უნდა შეიზღუდოს მავნე ტელვიზიები? სამწუხაროდ მოსახლეობის 10-15% პატარა ციფრი არაა სხვებში - ოჯახის წევრებში, მეზობლებში და ა. შ. შიშის დასათესად. განა მავნებლურად, არა მათი ტვინი, შემეცნება ისეა მოწყობილი, რომ დაიჯერეთ ხალხო და პირველ რიგში ხელისუფლებავ - უპირობოთ სჯერათ ნაცების, ტვპირველების ათასი მაოხრებლის.
5 წლის უკან