ანაკლიის საკარანტინო ზონიდან სპორტსმენის კლასტერის ორი წევრი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე კი ამ წუთებში გადაჰყავთ.
საავადმყოფოს ინფორმაციით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. სამივე მამაკაცი უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა ინფიცირებულ სპორტსმენთან.