თამაზ ვერულაშვილი: დიდი ხანია ვამბობ - ადამიანი იმ ტოტს ჭრის, რაზეც ზის და ღმერთი დასჯის მალე კაცობრიობას ამისთვის-თქო....

თამაზ ვერულაშვილი: დიდი ხანია ვამბობ - ადამიანი იმ ტოტს ჭრის, რაზეც ზის და ღმერთი დასჯის მალე კაცობრიობას ამისთვის-თქო....

ფეისბუქ-მომხმარებელი თამაზ ვერულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ადგეს ახლა ერთი კაცი ფეხზე და მითხრას!

ჩვენს თაობას, ვის არ ენატრება დღეს:

- ის შნურიანი ტელეფონი,

- ის უპულტო, თავ-თეთრი ტელევიზორი,

- სპიდოლა, თუ სულაც ხაზის რადიო....

- ბაბინებიანი მაგნიტოფონი...

ცალ-ცალკე რომ განვმარტოთ:

- ბოლო-ბოლო იმ შნურითაც ვახერხებდით ჩევენი მოკეთეს, ნათესავის, ძმაკაცის ან სხვა საქმის ხალხის ნახვას ამ კავშირის ფარგლებში და უფრო ნაკლებად იყო ყველა  „მომსახურების ზონიდან გასული“... არც საქმე ფუჭდებოდა დღევანდელეზე უარესად...

- ორი არხი რომ იყო - თბილისი და მოსკოვი, რაც ხდებოდა იმ შავ-თეთრ ცრუ ქვესკნელ-ქვეყანაში, მაინც ვგებულობდით, ზურგის ტვინით ვხვდებოდით - რა იყო ტყული და სისულელე... და ხანდახან ზოგიერთი კაი, ღირებული პროგრამითაც ვერთობოდით (იყო, ცოტ-ცოტა...) ... დღეს რა ჩემს ფეხებს მაძლევს ეს ყრუ თურქული სერიალები... ანდა ზოგიერთი სპორტული მიმოხილვა  რით ჯობია დათო ქლიბაძის პანტიანში ნაწვალევ „საფეხბურთო კალეიდოსკოპს“, თუ „იქს-ფაქტორი“ ჯობია - „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“ ან ევგენი მაჭავარიანის „ეს ესტრადაა“-ს, ან იქნებ „ცხრაკლიტულს“ ჯობია ზოგიერთი ისე-რა „შემეცნებითი“ გადაცემა... ან იქნებ ეს პროვინციული, სამარცხვინო, გოიმური იუმორი უფრო ღირებულია ვიდრე თენგიზ ჩანტლაძის იუმორი...

- ან იქნებ გია დანელიაზე, ოთარ იოსელიანზე, ელდარ შენგელაიაზე ან სხვაზე უკეთესი ფილმები გადაიღო ვინმემ...

- ან რეზო გაბრიაძეზე და რეზო ჭეიშვილზე უკეთესი სცენარები დაწერეს...

- ან იქნებ ეროსიზე, დოდოზე, იპოლიტეზე ან სხვაზე დიდი როლი შექმნა ვინმემ...

- ან იქნებ მუხრანზე, მურმანზე, ანაზე ან სხვაზე უკეთესი ლექსი დაწერა ვინმემ...

... დიდ ბოდიშს ვიხდი ყველა ჩვენი კორიფეების წინაშე, ხელოვნების ყველა დარგში... რა ჩამოთვლის

... მოკლედ ის ოთხ წვრილ ფეხზე შემდგარი „ჰორიზონტი“-ც გვაძლევდა იმდენ სიამოვნებას - რამდენი დროის დახარჯვაც გვიღირდა ამისთვის, ... დანარჩენ დროს კი ქე ვხარჯავდით არც თუ ამაზე უშნოდ და ულაზათოდ...

- იმ სპიდოლაზე ხომ ვუსმენდი 6-ე კლასიდან ამერიკის ხმას და „თავისუფლებას“, რადიო-ხულიგნებს ხომ ვიჭერდით „საშუალო სიგრძის“ ტალღებზე (მთელი ზესტაფონ-ქუთაისის - იქეთ და ნახალოვკა-სანზონის - აქეთ... ფიზიკა-რადიოტექნიკის მცოდნე მოტივირებული ბიჭები, ზოგი ისეთი, ზოგი ასეთი ... ლამის დისიდენტები გახდნენ).... ხაზის რადიოსაც ჰქონდა დილა-საღამოს ჩამკეტი სსრკ ჰიმნის გარდა რაღაც სხვა ხიბლები, ღუღუნობდა თავისთვის, დაბალ ხმაზე...

- ან იქნებ „ბითლსებზე“, „როლინგებზე“, „ქვინსზე“ ან „პინქ-ფლოიდზე“ უკეთეს მუსიკას უსმენენ დღეს ჩვენი შვილები... ბაბინებიან მაგნიტოფონზე ბოლო ხმაზე აწეული „ზეპელინების“ თაობა ვართ ჩვენ... „ნაუშნიკებით“ ვინ დაცანცარობდა მაშინ ქუჩაში...

... რაღაც უკეთესის, იდუმალისკენ ლტოლვა იმ ნაცრისფერ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთვის შინაგანად საოცრად ფერად ბავშვობა-ახალგაზრდობაში... პრიალ-პრიალა ჟურნალები:  „ამერიკა“, „ანლგია“ (მომცრო თაბახ-ფორმატის),....

მერე „ინასტრანკა“, „ნოვი მირი“, ხელიდან-ხელში გადაცემული ბესტსელერ-რომანებით (დაინტერესებული მკითხველისთვის, რასაკვირველია...), კლასიკოსების წიგნების კითხვა, გონებით და არა ციფრული ვირტუალობით მოგზაურობები საოცარ სამყაროებში...

ოჯახებში მისვლა-მოსვლა და ქეიფი, სულ სხვანაირი მონატრებები...

და ა.შ....

- მე ჩვენი უბედური, ბეჩავი კოლონიის შვილების განცდა გითხარით, თორემ ამ და სხვა ურთიერთობებში ეს მთელს მსოფლიოს ეხება... ამერიკელი ჰემინგუეის და გერმანელი რემარკის (შარიანი დროის) ის ევროპაც კი მენატრება, მე რომ არ მინახავს ისეთი... ეს ნანახი ევროპაც ხომ ვინ იცის რამდენი ხნით დავკარგეთ...

-  ადგეს ახლა ერთი კაცი ფეხზე, დღეს, ზუსტად ამ წუთში, არა გუშინდელი და გუშინწინდელი აღმატებულ-გაზულუქებული ცხოვრებით სავსე ან მაინც ცარიელი, არამედ ამ კატასტროფის განმცდელი,

-  ვისაც ის ყველაფერი უნახავს!

- და მითხრას რა ჯობდა ის - თუ ეს!...

(ადამიანურ ცხოვრების განცდაზეა აქ ლაპარაკი, კაცობრიობის ეპოქაზე - და არა ლეონიდეს ხშირ წარბებზე, ან პლანეტარულ მხეცზე, კოსმიურ ურჩხულზე - საბჭოთა ბოროტების იმპერიაზე... ყველა ქვეყნის შვილს თავისი განცდა აქვს,... მე ჩემსას ვტირი, რათქმაუნდა...)

პ.ს. დიდი ხანია, 2 ათწლწულზე მეტიც, ვამბობ - ადამიანი იმ ტოტს ჭრის, რაზეც ზის და ღმერთი დასჯის მალე კაცობრიობას ამისთვის-თქო....

- სახლშიც, სუფრებზეც, სადღეგრძელოებშიც... ყური არავის უთხოვებია, ან არადა დამცინოდნენ, როგორც პესიმისტს...

- ეგ-კი-არადა, ამ ორიოდ თვის წინ ჩვენმა პატრიარქმა რომ ბრძანა:

- ახლო არს დიდი განსაცდელი, სულ რამდენიმე დღე დარჩა!-ო - ბევრმა უგვანმა ქირქილი დაიწყო....

პ.ს.ს.

ყველაფერზე მეტად გული იმაზე მტკივა, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს, ეს არ უნახავთ და ალბათ ბევრიც არაფერი უნახავთ ამ ქვეყანაზე, ნეტავ ღმერთმა მათ ანახოთ მეტი და მეტი სილამაზე, ჯანდაბას ჩვენი თავი...“

სერმინე გენაცვალე.
5 წლის უკან
sapiqrali მართალი ხართ.
5 წლის უკან
Maverick ბევრი რამ დაიკარგა, გაფერმკრთალდა, დაგვავიწყდა... გაუბრალოვდა, გაიცვითა, "უკეთესით" გადაკეთდა; ყველაზე მთავარი სიკეთე, მადლი, მეგობრობა, პატივისცემა, დიდსულოვნება, ურთიერთპატივისცემა, სიკეთე, სიყვარული,თანადგომა და რომელი ერთი... წარსულს ჩაბარდა, რუდიმენტად აღიარეს და ამოიშანთა!
პროფესიონალიზმი ჩაანაცვლა აგრესიულმა უვიცობამ; ჰუმანიზმი, თანადგომა, მეგობრობა სუციოპათიამ; სიყვარული, სიკეთე, თანადგომა ანგარებამ; სიმართლე, სიცრუემ, ვირტუალურმა კეთილდღეობამ; მოქალაქეობრივი თვითშეგნება უპასუხისმგებლობამ და მედროვეობამ... დანარჩენს ალბათ სხვები იტყვიან!
5 წლის უკან
trampi ვააააა ........ რა ჯიგარი ვინმე ხარ...... ყოჩაღ!!!!
დღევანდელ ახალგაზრდობას ერთი--ერთში ზუსტად მეც მაგეეებს ველაპარაკები....მეუბნებიან----- შენ შენი ახალგაზრდობა გენატრება და იმიტომ ლაპარაკობ მასე, თორემ სინამდვილეში დღევანდელი დრო სჯობია მაშინდელსო .......მაშინ რუსების მონები იყავითო და ესეთ რაღაც სისულელეებს მპასუხობენ ......მოკლედ შეფასებებში არაობიექტური ხააარო
ვეუბნები ....... არა პირადად ჩემი ახალგაზრდობა არაფერ შუაშია, მაშინ ურთიერთობებში გაცილებით მეტი სითო, სიყვარული, მეგობრობა, უფროსს--- უმცროსობა, ქალი--კაცი , ყველაფერი მეტი იყო მეთქი და ......... ვერ იგებენ, უბრალოდ ვერ წარმოუდგენით...რაღაც აბსტრაქტულს ჰგონიათ რომ ვუყვები
ჩვენი თაობის მაყურებლები, ერთად ერთი ცოტა იმას მიჯერებენ, რომ მაშინ განათლება მგონი მართლა მეტი იყოვო....მაგრამ მაშინვე ,,ჩამჭრელ,, კითხვას დამისვამენ ხოლმე--- რატო ინგლისური არ იცით და რატო იცით რუსულიო.....
ამათ მარტო ინგლისურის ცოდნა განათლებნა ჰგონიათ
ვეუბნები .... მთელი ინგლის ამერიკა სუ ინგლისურად ლაპარაკობს, მაგრამ დებილებითააა გადაჭედილი მეთქი, ინგლისურის ცოდნა რატო იმათ არ შველით მეთქი და ეგეთი რაღაცეები
მოკლედ მაგ თემებზე სუ ომი მაქვს........
რას იზამ.........................ეგრე ასწავლეს, თან პლიუს ჩვენ ვერა ვჯობნით გარემოს.... ტელევიზიას
ეგრე ზრდიან პავლიკ მოროზოვებს, აი ეგრე.................მენტალობას უცვლიან
ცოტა კიდევ სისხლი, გენი გვშველის და თორემ სუ წასული იქნებოდა ჩვენი საქმე
5 წლის უკან