სოსო მანჯავიძე: რაც ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გამოვიარეთ, ,კორონავირუსი რას გვიზამს?

სოსო მანჯავიძე: რაც ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გამოვიარეთ, ,კორონავირუსი რას გვიზამს?

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ერთი ინდური ლეგენდა გამახსენდა ამ მსოფლიო პანიკის მაყურებელს.

ერთხელ ერთ ქალაქს სიკვდილის დემონი მოადგა.

ქალაქს მფარველი წმინდანი ჰყავდა და სიკვდილის დემონს მოელაპარაკა, რომ ქალაქი მთლიანად არ გაენადგურებინა და მხოლოდ განსაზღვრული ხარკი აეღო.

შავმა ჭირმა ქალაქს მუსრი გაავლო, რის გამოც ქალაქის მფარველმა დემონი ფიცის გატეხვაში დაადანაშაულა და შეკვრას უპირებდა.

"მე ფიცი არ დამირღვევია"- თავი გაიმართლა დემონმა. მე იმდენი და ისინი წავიყვანე, რაზედაც შევთანხმდით, ხოლო დანარჩენები შიშმა მოკლა."

"შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობაო"-გვეუბნება რუსთაველი.

" ჭირი გარბის მხიარულებისაგან და ეწებება ჭმუნვას და კაეშანს"-ამბობდა აბუ ალი იბნ-სინა.

ანეგდოტიც გემახსოვრებათ ჭიათურელი ჟორიას შესახებ, გერმანელებმა რომ ტყვედ აიყვანეს და გაზის კამერაში ვერაფრით მოწამლეს.

"ათი წელი ფეროში ვარ ნამუშევარი და ეს რას მიზამსო"-სიცილით კვდებოდა ჟორია.

ასე ვართ ჩვენც.

რაც ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ( წინებს არ ვეხები), გამოვიარეთ, ,კორონავირუსი რას გვიზამს?

ისე გაოცებული გვიყურებს მსოფლიო, როგორც ჟორიას უყურებდნენ გერმანელები.

გავმაგრდეთ, წესებიც დავიცვათ და ვერანაირი კორონავირუსი ვერაფერს გვიზამს.

იმედია,ზურაც მოგვაშველებს კიდევ ერთი-ორ საკარანტინო სიმღერას და ამ ამბავსაც ღიღინ-ღიღინით გადავაგორებთ"