სპორტსმენი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, ხოლო 20 ადამიანი, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინში მოათავსეს.
კოერონავირუსით ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა ადამიანებთან ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის ორი სოფელში.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, დაინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტების შესწავლა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.