ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა

ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა. აღნიშნულის შესახებ ტურძელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი განმარტავს, გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა. ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას პაციენტს კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული.

„ეს პაციენტი 31 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩვენთან, მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი. ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკამრისობა. პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად. აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა. მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და პაციენტი ძალიან გამხდარი იყო, მისი წონა ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, - განაცხადა ტურძელაძემ.

 

Katana . არავისთან არა გაქვთ საბოდიშო.
შედეგი, რომელიც ქართულმა სამედიცინო სამსახურმა დადო ამ დღეებში, არის უნიკალური და ამას აღიარებს მსოფლიო!..
უკვდავს ვერავის გახდით!..
აცხონოს, მაგრამ მოხუცი, უამრავი ავადმყოფობით დაუძლურებული და გალეული პაციენტი, რომელიც 10-15 კილოს იწონიდა, თურმე, კორონავირუსის გარეშეც ვერ გამოეკერებოდა ცას. აქამდე რომ მოატანა, ესეც თქვენი დამსახურებაა.
თქვენს ღვაწლს ხედავ ყველა, ოპოზიციისა და იმ ჟურნალისტების გარდა, რომელთა დასახასიათებლადაც ბევრი პრეფიქსი "უ" დაგვჭირდება!
5 წლის უკან