უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული ღონისძიების გაუქმება,-,, European Scientist" სტატიას ,, რომელი ქვეყნები იჩენენ სიმტკიცეს პანდემიის პირობებში" აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ მაშინ, როდესაც ევროპულმა ქვეყნებმა, მცირე გამონაკლისის გარდა, ვერ შეძლეს სწორი გადაწყვეტილებების მიღება სწორ დროს საქართველოს მთავრობამ უდიდესი წინდახედულობა გამოიჩინა და ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღესაც 0-ს უდრის, ხოლო ინფექციის გავრცელება მართვად და ნელ ტემპში მიმდინარეობს.

,, ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო შემზღუდავი, მაგრამ აუცილებელი ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე, კერძოდ კი 28 იანვარს, შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული ღონისძიების გაუქმება მოჰყვა. გარდა ამისა, საქართველოში დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტები, რესტორნები და ბარები და ყოველივე ეს მოხდა დაინფიცირებულთა ძალიან მცირე რაოდენობის პირობებში. ასევე, მყისიერად დაიწყო ეკონომიკური ზარალის შემცირებისკენ მიმართული ზომები და შემუშავდა შესაბამისი ეკონომიკური გეგმა, გადასახადების შემცირების, სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების, დღგ-ის დაბრუნების და სხვა ნაბიჯების ჩათვლით. მთავრობამ შექმნა სპეციალური ვებგვერდი, რომელიც რეალურ დროში უზრუნველყოფს კომუნიკაციას მოსახლეობასთან. მთავრობათა მხრიდან პანდემიის კრიზისის დადგომის წინასწარ გათვლის და შემდეგ გაბედული მოქმედების ამ უნარს არსებითი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ევროპულმა ქვეყნებმა, მცირე გამონაკლისის გარდა, ვერ შეძლეს სწორი გადაწყვეტილებების მიღება სწორ დროს. ამის საპირწონედ, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ამ პროდასავლური დემოკრატიული ქვეყნის მთავრობამ უდიდესი წინდახედულობა გამოიჩინა. საქართველოში ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღესაც 0-ს უდრის, ხოლო ინფექციის გავრცელება მართვად და ნელ ტემპში მიმდინარეობს.

როგორც ჩვენი მოკლე სახელმძღვანელო ცხადყოფს, საუკეთესოდ მომზადებულ ქვეყანად ჩაითვლება ის, რომელიც ყველა ზემოხსენებულ პუნქტს შეასრულებს და ზედმიწევნით გამოიყენებს ყველა ეფექტიან ზომას. ჩვენი ანალიზი ასევე ადასტურებს, რომ აქ ყველაფერს, ყველაფერს გამონაკლისის გარეშე აქვს მნიშვნელობა - მთავრობასაც, რომელმაც იცის, როდის და როგორ განახორციელოს შესაბამისი ზომა, ასევე მოქალაქეებსაც, რომლებიც იცავენ შესაბამის წესებს და მზად არია, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა პანდემიის პირობებში. ეს მაგალითები აუცილებლად გასათვალისწინებელია სამომავლოდ",- ნათქვამია სტატიაში.

https://www.europeanscientist.com/fr/editors-corner-fr/covid-19-quels-sont-les-pays-qui-resistent-le-mieux-a-la-pandemie/?fbclid=IwAR1Z6b0bj5b79X8viND49DQ30m-7miF-TkQwUSaSuzII64SvldRGld2nqgc

Maverick აიღეთ ეს და ამავე შინაარსის სხვა სტატიები, დაბეჭდეთ და გამოაკარით ნაცბოზბანდის, მათი სატელიტი "პარტიები"ასოების, მედიის ხელმძღვანელების, ნაცდამოკიდებულების სინდრომით დაავადებულების საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში, ჩამოუკიდეთ სახლიდან გამოსასვლელ თვალშისაცემ ადგილებზე, მათი სატრანსპორტო საშუალებების საქარე მინრბზე, ან შუბლებზე, რომ საბოლოოდ დაუკარგოს მათ ექიმებზე, მთავრობაზე და ეპიდემიასთან მებრძოლ ნებისმიერ ადამიანებზექილიკისა და თავდასხმების სურვილ; ოღონდ ეს აქცია არ უნდა იყოს ერთჯერადი, იგი ყოველდღიურად უნდა განახლდეს, ასევე მასმედიის საშუალებებით დღის განმავლობაში ყოველი ერთ საათში განმეორებით აუცილებლად გადაიცეს!
რატომ?!
ეს აქცია საბოლოოდ გააქრობს ნაცმოძრაობას პოლიტიკური რადარებიდან!
5 წლის უკან
Maverick აიღეთ ეს და ამავე შინაარსის სხვა სტატიები, დაბეჭდეთ და გამოაკარით ნაცბოზბანდის, მათი სატელიტი "პარტიების," ასოების, მედიის ხელმძღვანელების, ნაცდამოკიდებულების სინდრომით დაავადებულების საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში, ჩამოუკიდეთ სახლიდან გამოსასვლელ თვალშისაცემ ადგილებზე, მათი სატრანსპორტო საშუალებების საქარე მინებზე, ან მაჭებეთ შუბლზე, რომ საბოლოოდ დაკარგონ ექიმებზე, მთავრობაზე და ეპიდემიასთან მებრძოლ ნებისმიერ ადამიანზე ქილიკისა და თავდასხმების სურვილი; ოღონდ ეს აქცია არ უნდა იყოს ერთჯერადი, იგი ყოველდღიურად უნდა განახლდეს, ასევე მასმედიის საშუალებებით ყოველ დღურად, ყოველი ერთ საათის ინტერვალით საზმაუსმა აუწყოს მოსახლეობას!
რატომ?!
ეს აქცია საბოლოოდ გააქრობს ნაცმოძრაობას პოლიტიკური რადარებიდან!
5 წლის უკან