ამირან გამყრელიძე:  ჩვენ, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, ექიმები მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფატალური შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ

ამირან გამყრელიძე:  ჩვენ, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, ექიმები მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფატალური შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ

მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ 26 თებერვლიდან ამ დღემდე ვეცადეთ მაქსიმალურად არ ყოფილიყო ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისათვის, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 4 არის მართვით სუნთქვაზე, 23-ს კი აქვს პნევმონია.

„მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ 26 თებერვლიდან ამ დღემდე ვეცადეთ მაქსიმალურად არ ყოფილიყო ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო ეს და დღეს დილას დადასტურდა. იმ ავადმყოფებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ კლინიკებში აგრძელებენ მკურნალობას და ასეთი კლინიკა საქართველოში უკვე რამდენიმეა, დღევანდელი მონაცემებით, ყველა იმ ავადმყოფს შორის არის 4 პაციენტი, რომელიც არის მართვით სუნთქვაზე და 23-ს აქვს პნევმონია. დიდი იმედი მაქვს , ყველა ავადმყოფი გამოჯანმრთელდება და ჩვენ როგორც სხვა რამდენიმე შემთხვევაში შევძელით მართვითი სუნთქვიდან მოხსნა და შესაბამისად გაჯანმრთელება, მაქსიმალურად, ვეცდებით ჩვენ, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, ექიმები, პერსონალი, რომ მინიმუმამდე იყოს საქართველოში ფატალური შედეგები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულიუ 157 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი გარდაცვლილია.

Katana არავისთან არა გაქვთ საბოდიშო.
შედეგი, რომელიც ქართულმა სამედიცინო სამსახურმა დადო ამ დღეებში, არის უნიკალური და ამას აღიარებს მსოფლიო!..
უკვდავს ვერავის გახდით!..
აცხონოს, მაგრამ მოხუცი, უამრავი ავადმყოფობით დაუძლურებული და გალეული პაციენტი, რომელიც 10-15 კილოს იწონიდა, თურმე, კორონავირუსის გარეშეც ვერ გამოეკერებოდა ცას. აქამდე რომ მოატანა, ესეც თქვენი დამსახურებაა - ქართველი ექიმების.
თქვენს ღვაწლს ხედავ ყველა, ოპოზიციისა და იმ ჟურნალისტების გარდა, რომელთა დასახასიათებლადაც ბევრი პრეფიქსი "უ" დაგვჭირდება!
5 წლის უკან