ფეისბუქ-მომხმარებელი დათო ხვადაგიანი სოციალურ ქსელში წერს:
"ბატონი გია ჟორჟოლიანის ინიციატივას, რომ:
„შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ შენატანებს: სამი ათასი ლარიდან ექვსი ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს, ექვსი ათასი ლარიდან რვა ათასამდე – 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ – 40%-ს. ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით – ერთი წლის ვადით მთავრობის მიერ !!!“ - შესაძლოა ძალიან პატრიოტული და შეიძლება ითქვას საჭირო ელფერიც გასდევს, მაგრამ, თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ეს ინიციატივა ე.წ. „ნაციონალიზაციის“ ბოლშევიკურ ხერხს და პუტინ-მედვედევის „პრინუჟდენიე კ მირუ“-ს მაგონებს !!!
მე პირადად დავწერე რამდენიმე დღის წინ პოსტი, სადაც პარლამენტარებს (რომელთა შორის უამრავი მილიონერია) და მაღალი შემოსავლების მქონე მინისტრ-ჩინოვნიკებს თურქეთის პრეზიდენტის მაგალითს ვუხსენებდი, რათა გაეღოთ „სტოპკოვიდ“-ის ფონდში თანხები, მაგრამ ეს ნებაყოფლობითი ხასიათის უნდა იყოს და არა კანონით, დეკრეტით, სპეციალური განკარგულებით, თუ კიდევ რაიმე სხვა აქტის საფუძველზე !!!
ერთი რომ ქველმოქმედება, ფილანტროპობა, დახმარება, მხარში დგომა და ა.შ. არის ამა თუ იმ ადამიანის, ანაც ორგანიზაციის ხელმძღვანელის კეთილი ნების გამოხატულება, საკუთარი სურვილი და არა თავზე სადამსჯელო ინსტრუმენტებით წამოდგომა, გინდა თუ არა გაიღე ფულიო !!!
და მეორე, მსოფლიოში არსებობენ მდიდარი ადამიანები, რომლებიც ან არიან ქველმოქმედები, ან არა. ეს მათი არჩევანია, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯი და ხშირად შეიძლება ითქვას გარკვეული ინტერესი არის ხოლმე. და არის კატეგორია, რომელთაც სულ არ აღელვებთ ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსები აღარ იციან სად წაიღონ. მინდა გითხრათ, რომ როგორც ერთ, ისე მეორე კატეგორიაში შემავალი ადამიანები საქართველოშიც მოიძებნებიან.
ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ვიღაც იმსახურებს ამის გამო სიმპათიას, ქებას, ვიღაც გაკიცხვას საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ამის გამო მათ არავინ აძალებს კიდევ რაღაც გადასახადები იხადონ, იმის გარდა, რასაც კანონმდებლობით იხდიან და ეს იმისდა მიუხედავად, თუ რა სიტუაციაა გინდა ქვეყანაში და გინდა მსოფლიოში !!!
ამიტომ, ბატონი გიას ეს პროექტი, არ მიმაჩნია მართებულად !!!
ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც ე.წ. საშუალო კლასს მიაკუთვნებენ თავს, რადგან დავუშვათ 3000 ლარს ღებულობენ ხელფასს, მაგრამ კაპიკ-კაპიკ აქვთ გაწერილი ეს თანხები, იპოთეკაზე, ავადმყოფი ახლობლის დასახმარებლად, რამდენიმე ნათესავის ოჯახები შესანახად და კიდევ სხვადასხვა აუცილებლობების დასაფინანსებლად. ჰოდა, იმათთვის რაღაც ახალი გადასახადის დაძალება ამ ხელფასიდან, ამ მეტნაკლებად დაწყობილი სისტემის დანგრევას და სერიოზული პრობლემების გაჩენას ნიშნავს !!!
რეალურად, ამ ადამიანების საშემოსავლო გადასახადის ნიშნული 20%-დან 40%-მდე გაიზრდება (ზოგისთვის კიდევ უფრო მეტად) !!!
კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ მძიმე სიტუაციაშიც კი, ვისაც აქვს შესაძლებლობა და გულიც კარნახობს, პლუს სხვადასხვა ობიექტური, თუ სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, იმათმა ნებაყოფლობით უნდ შეიტანონ თანხები ამ ფონდში და არა „ჟანდარმივით თავზე დგომით და მუქარის“ საფუძველზე !!!
პ.ს. ცნობისთვის, მილიარდერ-მილიონერები ხელფასს არ იღებენ, შესაბამისად მათ ეს დაბეგვრა არ შეეხებათ.
მიდით აბა ბიძინას ხელფასი დაბეგრეთ ? რაც არა აქვს, რას დაბეგრავთ ?"