,,მაგნიტში’’ საქველმოქმედო აქცია დაიწყო, რომლის მიხედვით, მომხმარებელი, სურვილის შემთხვევაში, განსაზღვრულ პროდუქტს შეიძენს და სპეციალურად გამოყოფილ კალათში მოათავსებს. პროექტი ,,მაგნიტის’’, ადგილობრივი გამგეობების და ,,წითელი ჯვრის საზოგადოების’’ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
აღნიშნულ ორგანიზაციას, ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილი აქვს პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საშუალებები.
სუპერმარკეტების ქსელ ,,მაგნიტში’’ მისულ მომხმარებლებს კონკრეტულ სექციებზე ნიშნულები დახვდებათ, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულთათვის გადასაცემ პროდუქტს შეარჩევენ. სურვილის შემთხვევაში, მათ შეეძლებათ პროდუქცია შეიძინონ და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოათავსონ. აღნიშნულ პროდუქტებს ,,წითელი ჯვრის’’ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.
საქველმოქმედო პროექტში, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ფილიალების უმეტესობაა ჩართული. მაღაზიების ჩამონათვლი მომხმარებელს კომპანიის ფეისბუქ გვერდზე შეუძლია იხილოს.
- ,,არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვცდილობთ მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ,,მაგნიტში’’ საყიდლებზე მოსვლისას, რიგით მოქალაქეებს დამატებით სხვადასხვა პროდუქტების ყიდვა შეუძლიათ იმ პირებისთვის, ვინც ხანდაზმულები არიან და სახლიდან გამოსვლა არ შეუძლიათ. მაქსიმალურად ვცდილობთ თანადგომა გამოვუცხადოთ მომხმარებლებს და მიმდინარე პროცესებში ჩართულ ყველა უწყებას, შესაბამისად ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ’’ - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ ,,მაგნიტის’’ გენერალური დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილი.
,,მაგნიტმა’’ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არაერთი ღონისძიება გაატარა. მათ შორის, კომპანიამ „Stopcov ფონდში“ 50 000 ლარი ჩარიცხა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული.
სურსათითა და პირველადი მოხმერების საყოფაცხოვრებო ნივთებით მოამარაგა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა და ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, სადაც ჯამში 100-მდე პაციენტი გადის დაკვირვებას და მკურნალობას.
აღსანიშანავია, რომ „მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი დაფასოებული პროდუქტები: მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ფქვილი ფასნამატის გარეშე იყიდება.