ფეიკ ნიუსი და მედია მანიპულაცია -

ფეიკ ნიუსი და მედია მანიპულაცია - "მთავარი არხის" მორიგი მავნებლური სიცრუე (ვიდეო)

„ფეიკ-ნიუსი და მედია მანიპულაცია - მთავარი არხის ნარატივი, რომლის ტრენდშიც ასევე ჩაჯდა ტვ პირველი ემსახურება იმას, რომ მათ მოიგონონ მიზეზები, რომლებიც საზოგადოებაში გააჩენს უნდობლოობას, პანიკას, გამოიწვევს შფოთვებს და ნევროზებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ სახელმწიფო და ჯანდაცვის სექტორი პრობლემას ასე კარგად უმკლავდება" - ამბობს ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია POSTV - ის გადაცემაში „ბაჩო და გური უყურებენ ქართულ მედიას".

ანალიტიკოს გური სულთანიშვილის თქმით, „მთავარი არხის" ეთერში წარმოდგენილი გრაფიკი თითქოსდა, ერთი შეხედვით ფეიკი არ არის, ციფრები დღეების განმავლობაში სწორადაა გადანაწილებული, მაგრამ აქ მთავარია კონტექსტი, რომელიც საქართველოს ცუდად წარმოაჩენს სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც ახლა ეპიდემიური კატასტროფაა.

მისივე თქმით, ყველაზე არასწორი იყო გრაფიკის ასე წარმოდგენა, რადგან საქართველომ პირველ და მეორე ინფიცირებულზე გაატარა ის ღონისძიებები, რაც საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ 10 000 და 20 000 ინფიცირებულზე გააკეთა, შესაბამისად, უარესი სიტუაცია ვერ მოხდება.

„ასეთი  წარმოჩენა მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ ერთ თვეში საფრანგეთს, გერმანიას და ბრიტანეთს რომელსაც ახლა კრიტიკული სიტუაციაა აქვს, უკეთესი შედეგი ჰქონდა. ეს არასწორია, რადგან მაგალითად  გერმანიამ, მხოლოდ მაშინ ჩაკეტა საზღვრები და ფრენები როდესაც 12 000 ინფიცირებული დაფიქსირდა. დაახლოებით თვენახევარში, როდესაც იყო  4 000 ინფიცირებული, მაშინ დაკეტა ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები. საფრანგეთში 3 000 ინფიცირებულზე ნელ-ნელა, ეტაპობრივად იკეტებოდა სკოლები, ბაღები და კაფეები და 35 000 ინფიცირებულზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ჩვენთან ეს დაუყოვნებლივ მოხდა, კორონა ვირუსის გამოვლენის პირველივე შემთხვევაზე დაიხურა სკოლები, შეწყდა სწავლა, ეტაპობრივად იხურებოდა სხვადასხვა დაწესებულებები, მარნეულის შემთხვევაზე გამოცხადდა სრული კარანტინი, იგივე მოხდა სამეგრელოს ქეისზე. ამიტომაც, ვხედავთ, რომ გაცილებით უკეთესი შედეგი გვაქვს და გვაქებენ საერთაშორისო პლატფორმებიდან. მნიშვნელოვანია, რომ  ამ გრაფიკში გაიპარა ის, რომ ევროპის ქვეყნებს აღრიცხვა აერიათ, თორემ უფრო მეტი ტურისტი ევროპის ქვეყნებში შედის. შესაბამისად, ჩვენ რომ 90 ინფიცირებული გვყავს და საფრანგეთს ერთი თვის განმავლობაში 12, ნიშნავს, რომ ფუნდამენტური პობლემა აღრიცხვაში იყო, რამაც შექმნა არსებული ეპიდემიური კატასტროფა" - განაცხადა გური სულთანიშვილმა.

ბაჩო ოდიშარიას თქმით, სააკაშვილი ხედავს, რომ მის მიმართ ნდობა სრულიად გამქრალია, ის ვეღარ არის აზრის შემომტანი და ერთადერთი, რაც შეუძლია, თავისი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, რომელიც საზოგადოებას დაზაფრავს.

„გამოჩნდა, რომ სააკაშვილის მცდელობა, სამედიცინო მუშაკების  დემონიზებით დაწყებული  მთავრობაზე შეტევით გაგრძელებული აღარ მუშაობს. ისიც დაანონსა, მსოფლიოში გაჭედილ ემიგრანტებს უფასოდ ჩამოვიყვანო, ხედავს, რომ აღარაფერი მისი აღარ მუშაობს, მისდამი ნდობა სრულად გამქრალია, ასეული სექტანტის გარდა, რომელიც ჰყავს და ვინც ჰყავს  საზოგადოებაზე ვეღარ ახდენს გავლენას,  ვეღარ არის ახალი აზრის შემომტანი. ერთადერთი, რისი შესაძლებლობაც ეხლა ეძლევათ, იქიდან გამომდინარე, რომ თავისი მედია საშუალებები აქვთ არის ის, რომ გაავრცელონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც უფრო მეტად დაზაფრავს საზოგადოებას, გააჩენს უნდობლობას, პანიკას. ეს ყველაფერი ჰგავს ჩვეულებრივ ბიოტერორიზმს. თუნდაც, ზუგდიდში რაც გააკეტეს, რაზეც მერე სააკაშვილი ამბობდა, რომ ეს სუსის დაგეგმილი პროვოკაცია იყოო. ყველაფერს ცდილობენ, რომ გამოაჩინონ, რამდენად ცუდად იქცევა სახელმწიფო" - აცხადებს ბაჩო ოდიშარია.

გური სულთანიშვილის თქმით, როდესაც არსებობს საგანგებო მდგომარეობა,  სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაარეგულიროს ინფორმაცია, რათა ყალბმა ინფორმაციამ, რასაც ის ემსახურება, საზოგადოებაში დამატებითი პრობლემები არ გამოიწვიოს. 

mamago ერთისიტყვით, ნაცმოძრაობა არის, მძიმე ბავშვობა გამოვლილი, განათლებული ნაცძირლების მიერ მართული ბნელი, გაბოროტებული ბრბო!
1 თვის უკან