ჩუღურეთის რაიონში, მნათობის N 73-ის მიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. პროექტის ფარგლებში, საპარკე ავეჯი დამონტაჟდა, მოეწყო განათების სისტემა და გამწვანებული სივრცე. დასრულებული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნული პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 27,000 ლარია.