ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და საქონლის გადაზიდვების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, როგორც წევრი ქვეყანა, აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან (WCO). ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კუნიო მიკურიამ თავის ვიდეო მიმართვაში უდიდესი მადლობა გადაუხადა წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს და მათ შორის საქართველოს, ამ რთულ პერიოდში, სწრაფი, სანდო, უსაფრთხო და გამარტივებული საბაჟო პროცედურების დენერგვისთვის, რომლებიც კონტროლის ბარიერების მინიმუმამდე შემცირებით მოხდენენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსის სწრაფ გაუმჯობესებას. მისი თქმით: ,, ჩვენ მივმართეთ, ორგანიზაციის 183 წევრი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, რათა მათ გაიზიარონ არსებული გამოწვევები და მიიღონ რჩევები ამ მიმართულებით, კერძოდ; შესაბამისი რისკ-მენეჯმენტის გათვალისწინებით, მოახდინონ საზღვრებზე საქონლის მოძრაობის პროცედურების გამარტივება. ასევე, კომუნიკაციის ფარგლებში, უზრუნველყონ თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან და კერძო სექტორთან. ამასთან, მსურს უდიდესი მადლობა გადავუხადო და შევაქო თითოეული მებაჟე ოფიცერი და ასევე, მოვუწოდო საბაჟო ადმინისტრაციების ხემძღვანელებს გაატარონ სათანადო ღონისძიებები მათი ჯანმრთელობის დასაცავად. ერთად, ჩვენ გავიმარჯვებთ!" - აღნიშნა კუნიო მიკურიამ.
ვიდეო მიმართვა იხილეთ შემდეგ ბმულზე: