მარინა ეზუგბაია: დღეს 10 პაციენტზე აღებული ტესტის პასუხები უარყოფითია

მარინა ეზუგბაია: დღეს 10 პაციენტზე აღებული ტესტის პასუხები უარყოფითია

„დილიდან ვითარება შეიცვალა და კორონავირუსით ინფიცირებულებს 2 პაციენტი დაემატა, ისინი მკურნალობას სხვა კლინიკებში გადიან- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაის თქმით, ორივე მათგანის დაინფიცირების წყარო მარნეულია. მისივე თქმით, დღეს მათ კლინიკაში 10 პაციენტზე კორონავირუსზე აღებული ტესტის პასუხები უარყოფია.

„საავადმყოფოში გვრჩება ისევ 34 პაციენტი, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. დღის მეორე ნახევარში აღებულია კვლავ 10 პაციენტზე კვლევა და მათი პასუხი დღეს გვიან იქნება მზად. “- განაცხადა მარინა ეზუგბაიაბ.