ამირან გამყრელიძე: კორონავირუსმა არ იცის ვინ არის პოზიცია და ვინ - ოპოზიცია

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსმა არ იცის ვინ არის პოზიცია და ვინ - ოპოზიცია

კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს. ყველამ ვაკეთოთ კარგი საქმე, ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ, მაგრამ ჩუმად და წესების დაცვით, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„პოლიტიკური საფუძველი არ უნდა ჰქონდეს ასეთ ფაქტებს, დღე ჩვენ ყველა ერთნი ვართ: პოზიციაც, ოპოზიციაც. ინფექციამ, კორონავირუსმა არ იცის ვინ არის პოზიცია და ვინ არ ოპოზიცია, ვინ ვისი მამა, ვინ ვისი შვილია - ყველას თანაბრად ეხება. კარგია რომ რაღაცამ დღეს ქვეყანა გააერთიანა და ამას ნუ გამოვიყენებთ სხვა დანიშნულებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რადიო „ათინათიმ“ ფონდ „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების ვიდეო გაავრცელა. შეკრება ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა. მისმა ორგანიზატორებმა მოსახლეობას პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაურიგეს.

აქციას ათობით მოქალაქე დაესწრო, რამაც საგანგებო რეჟიმის ფარგლებში მოქმედი წესები დაარღვია.