ზვიად ტომარაძე: ნაციონალებს და სხვა მისგან ანასხლეტ ლიბერალურ პოლიტნაგავს, არანაირი უფლება არა აქვს ტელეეთერებიდან ჭკუა გვარიგოს!

ზვიად ტომარაძე: ნაციონალებს და სხვა მისგან ანასხლეტ ლიბერალურ პოლიტნაგავს, არანაირი უფლება არა აქვს ტელეეთერებიდან ჭკუა გვარიგოს!

ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

ნაციონალებს და სხვა მისგან ანასხლეტ ლიბერალურ პოლიტნაგავს, არანაირი უფლება არა აქვს ტელეეთერებიდან ჭკუა გვარიგოს!

  1. თქვენ არ იყავით თავისუფალ ბაზარს რომ ქადაგებდით?
  2. თქვენი ეკონომიკის გურუ ბენდუქიძე არ იყო, მთელი სტრატეგიული ობიექტები რომ გააყიდინა სახელმწიფოს და სოფლის მეურნეობაც გააჩანაგა?
  3. თქვენ არ დამცინოდით ტელეეთერებში სასურსათო ეკონომიკური უსაფრთხოების შექმნაზე რომ ვსაუბრობდი?
  4. თქვენ არ იყავით ტურიზმი მთავარ სახელმწიფო პრიორიტეტად რომ გამოაცხადეთ და დღეს ლარის გაუფასურებაზე მოსთქვამთ?
  5. თქვენ არ იყავით 2004 წელს "მიწის მართვის დეპარტამენტი" რომ გააუქმეთ და კონსტიტუციაში ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვას ფაშიზმს უწოდებდით?
  6. თქვენ არ ითხოვდით ეკლესიას წირვა–ლოცვა შეეწყვიტა ვირუსის გავრცელების მიზეზით? და დღეს ზუგდიდში "მიტინგი" რატომ მოაწყვეთ ფარისევლებო?