ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იზრდება

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იზრდება

24 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციების ფასი მზარდია.

ამ დროისთვის ყველაზე მეტად - 17.65%-ით საქართველოს ბანკის ჯგუფის BGEO-ს აქციების ღირებულება გაიზარდა და ის 9.56 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

დღის განმავლობაში 12%-თ გაიზარდა TBC-ის აქციების ღირებულება და ის ამჟამად 7.13 გირვანქა სტერლინგი ღირს.

“საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი კი, დღეს 10.81%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.1 გირვანქა სტერლინგი გახდა.

ერთადერთი ქართული კომპანია, რომლის აქციების ფასიც შემცირდა, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფია”, რომლის აქციებიც 1.6%-ით შემცირდა. ამჟამად GHG-ის ერთი აქცია 0.71 გირვანქა სტერლინგი ღირს.

დღეს ზრდას მხოლოდ ქართული კომპანიის აქციები არ განიცდის, მზარდია მთლიანად ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსიც, FTSE 100 ვაჭრობის დაწყებიდან 4.91%-ით გაიზარდა. FTSE 250-ის ინდექსი კი 5.25%-ით არის გაზდრილი.