გელა კურტანიძე: სიკეთე გადამდებია...

გელა კურტანიძე: სიკეთე გადამდებია...

ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:

ეგობრებო, უნდა ნახოთ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center-ს ფეისბუქგვერდზე რა ხდება.

მიაქვთ და მიაქვთ საჩუქრები კერძო საწარმოებს, დიდსა თუ მცირეს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს.. თან იმდენი, რომ კითხვა გამიჩნდა: ამდენ საჩუქრებს რას უშვებიან

ვერ მივაღწიე იქამდე, საიდან დაიწყო, მოდი ამ კარგი ამბის აღნიშვნიდან შემოგთავაზებთ გვერდზე განთავსებულ სამადლობელო პოსტების ნაწილს:

- კომპანია "სარაჯიშვილის" კონიაკით ავღნიშნეთ კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტის ფაქტი... მადლობა ამ ღირსეულ კომპანიას მხარდაჭერისთვის! სიკეთე გადამდებია...(ეს იყო 17 მარტს)

- "სანდომი" ჩვენი მეგობარია, ხოლო სიკეთე გადამდებია...

- რომანის "სამი დღე ვაქცინამდე" პირველი ეგზემპლარების მფლობელები მედიკოსები გახდნენ. მადლობა ლალი მოროშკინას. სიკეთე გადამდებია...

- კომპანია "კრიალა" ინფექციური საავადმყოფოს მეგობარია, რომლის წარმომადგენლებმაც კლინიკა ხელსახოცებით, ჰიგიენური ხელსაწმენდებითა და ტუალეტის ქაღალდით მოამარაგა. მადლობა..

- პარფიუმერულმა კომპანიამ “ისი პარი” თანადგომის ნიშნად ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ პააციენტებს და სამედიცინო პერსონალს Avene eau thermale-ს კანის და თმის მოვლის საშუალებები საჩუქრად გამოუგზავნა. მადლობა "ისი პარი"-ს! სიკეთე გადამდებია.

- როდესაც პაციენტის და ბოქსირებული განყოფილების პერსონალის ბედი სულ ერთი არ არისდა სადილით უმასპინძლებ პერსონალს. მადლობა რესტ ორან "საბატონის". სიკეთე გადამდებია...

- კომპანია BAU-TECH GEORGIA-მ უსასყიდლოდ, სტაციონარისთვის გადასცა სამედიცინო პირბადეები, რესპირატორები, სტერილური ხალთები. სიკეთე გადამდებია...

- ქართველმა ებრაელმა, პატრიცია დელონმა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს ხელფასებზე დანამატები ჩაურიცხა. სიკეთე გადამდებია...

- შპს "კამპა" ჩვენი მეგობარია. მადლობა... სიკეთე გადამდებია...

- კომპანია "ვაზი ტრადიციული" ღირსეული და ყურადღებიანი. მადლობა. სიკეთე გადამდებია..

- კომპანია JF-მ პაციენტებსა და პერსონალს საჩუქრად იტალიაში წარმოებული შამპუნის დიდი მარაგი გადასცა. მადლობა. სიკეთე გადამდებია...

- FRIXX ჩვენი მეგობარია... მადლობა. სიკეთე გადამდებია.

- Peak sport Georgia ჩვენი ექიმების მეგობარია. მადლობა ყურადღებისთვის. სიკეთე გადამდებია...

- მადლობა კომპანია Global Distribution-ს... სიკეთე გადამდებია..

- არასრულწლოვანი პაციენტებისთვის კომპანიამ " შექმენი შენით" იზრუნა. მადლობა...

- განსაკუთრებული მადლობა სს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია"-ს თანადგომისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის. სიკეთე გადამდებია..

- ნატურალური სალათის ფოთოლი პაციენტებსა და პერსონალს. მადლობა კომპანია "კამპო"-ს. სიკეთე გადამდებია..

- საჩუქარი შპს "პაპუნას" წარმომადგენლებისგან, რომელთა ინიციატივით ინფექციური საავადმყოფოს "ქართული რძის ნიშნის" ქვეშ გაერთიანებულ მწარმოებელთა მიერ დამზადებული პროდუქცია გადმოგვეცა. მადლობა. სიკეთე გადამდებია...

- კომპანია "ალალი" იფექციური საავადმყოფოს მეგობარია... მადლობა! სიკეთე გადამდებია...

- კლინიკა „მარჯი “ მზადაა თითოეულ თქვენგანს სურვილის შემთხვევაში ჩაუტაროს კომპიუტერული კვლევა უსიმპტომო გულის ქრონიკული პათოლოგიების გამოსავლენად, სრულიად უნიკალური კარდიოვიზორის აპარატით! მადლობა. სიკეთე გადამდებია..

- . მეან-გინეკოლოგმა ეკა დათუნაშვილმა ინფექციური საავადმყოფოს პერსონალისთვის ნამცხვრები დააცხო და კოლეგებს მოართვა. მადლობა ეკა ექიმს! სიკეთე გადამდებია..

- შპს "გოლდმედმა" ინფექციურ საავადმყოფოს უსასყიდლოდ გადასცა სამედიცინო ქუდები, ბახილები და ხალათები.. სიკეთე გადამდებია...

- რაგბის ეროვნული ნაკრების საჩუქარი ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს და პაციენტებს... მადლობა! სიკეთე გადამდებია. რაგბი ჩვენი თამაშია.

- მადლობა კომპანია "მაგრიტოს". სიკეთე გადამდებია..

- ფასდაუდებელი და საჭირო საჩუქარი-ზედაპირის და ხელის სადეზინფექციო საშუალებები ინფექციურ საავადმყოფოს. მადლობა შპს "ჯორჯიან მედიქალ სერვისს"... სიკეთე გადამდებია..

- კომპანია "არსი" ჩვენი მეგობარია! ბოქსირებული განყოფილების ორ ექიმს, ორი თვით ავტომანქანები გადაეცა სამსახურეობრივი სარგებლობისთვის, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მივიდნენ სამსახურში. სიკეთე გადამდებია...

- ბოქსირებული განყოფილების პერსონალი ახალგაზრდების ჯგუფმა გაახარა. ვინაობა არ დაასახელეს, თუმცა მაინც გავარკვიეთ, რომ ისინი ჩვენი თანამშრომლის, ლექსო აბრამიშვილის მეგობრები ყოფილან... მადლობა...

- განსაკუთრებული მადლობა კომპანია "ლისი დეველოპმენტს", რომელმაც საჩუქრად ხელთათმანები, ერთჯერადი თეთრეული და ხალათები გადმოგვცა... სიკეთე გადამდებია... ერთად უკეთესია

- მადლობა საკონდიტროს "კეიქ თაიმ"... სიკეთე გადამდებია

- მამუკა რამიშვილი კომპანია "ეკონომ ტაქსის" დამფუძნებელია. დაგვიკავშირდა და უანგაროდ შემოგვთავაზა დახმარება. სანამ ქალაქში სატრანსპორტო პრობლემა იქნება ინფექციური საავადმყოფოს ორმოც თანამშრომელს უსასყიდლოდ მოემსახურება აღნიშნული კომპანიის ტაქსები. მადლობა. სიკეთე გადამდებია..

- შპს მეღვინეობა "გრანელი" ჩვენი მეგობარია... ინფექციურ საავადმყოფოს საჩუქრად 500 ლიტრი სამედიცინო სპირტი... მადლობა! სიკეთე გადამდებია...

- მადლობა კომპანია "პრაიმ პრინტს". კლინიკის კანცელარია დოკუმენტაციისთვის საავადმყოფოს ბლანკიანი ფურცლებით მოამარაგა..

- "ნატახტარის" ლიმონათი ბოქსირებული განყოფილების პერსონალს. მადლობა...

- ავიაკომპანიაები "თი-სი-ეი" და "ჯეო სკაი"-მ მოახერხეს საერთო ჯამში 20 000 ლარის გადმორიცხვა, რომელიც ბოქსირებული განყოფილების თანამშრომლების სახელფასო დანამატსა და საჭირო ნივთების შეძენას მოხმარდება.... მადლობა! სიკეთე გადამდებია...

- კომპანია "ტიტანი" ჩვენი მეგობარია... მადლობა! სიკეთე გადამდებია...

- კომპანია "ნუგბარი" ინფექციური საავადმყოფოს მეგიბარია, რომლის წარმომადგენლებმაც პერსონალი ტკბილეულით გაახარეს... მადლობა! სიკეთე გადამდებია...

- შპს " ლიგა+" ინფექციური საავადმყოფოს მეგობარია... მადლობა! სიკეთე გადამდებია..

- საჭირო სამედინო ნივთები ჩინური ასოციაცია xiao biao

China Association of Zhejiang-გან... მადლობა! სიკეთე გადამდებია..

- კატეგორიული უარი განაცხადა ამ ქველმოქმედების აფიშირებაზე, თუმცა მაინც ვბედავთ და საჯაროდ ვუცხადებთ მადლობას ცნობილ ავიამშენებელს და ღირსეულ პიროვნებას ვაჟა თორდიას, რომელიც შპს "თამ მენეჯმენტის" ხელმძღვანელია... ჩვენი დაწესებულების თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატისა და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად 75 000 ლარი გადმორიცხა... გულწრფელი მადლობა. სიკეთე გადამდებია..

- მადლობა შპს "გამა მოტორსს", რომელმაც პირბადეები, ხალათები, ხელთათმანები, ქუდები, და სადეზინფექციო ხსნარი მოგვაწოდა... მადლობა! სიკეთე გადამდებია...

- მადლობა საქართველოს მერძევეობის ასოციაციას თანადგომისა და ყურადღებისთვის. დაგვპირდნენ ასეთი საქველმოქმედო აქცია ერთჯერადი არ იქნებაო... სიკეთე გადამდებია..

- კომპანია "გემრიელი" ინფექციური საავადმყოფოს მეგობარია. მადლობა! სიკეთე გადამდებია...

- არ გვივიწყებს "სნო". მადლობა. სიკეთე გადამდებია..

- საჩუქარი ზუგდიდიდან. მადლობა ზაზა გვათუას...

- მადლობა შპს "მირკოს", რომელმაც ბოქსირებულ განყოფილებას ნახევრად ავტომატური 10 ცალი წნევის აპარატი და საკვები გამოუგზავნა. მადლობა! სიკეთე გადამდებია...

- განსაკუთრებული მადლობა ჩვენი კლინიკისა და ქვეყნის მეგობარს, შპს "ივერმედს", საჭირო და მნიშვნელოვანი სამედიცინო ტექნიკა საჩუქრად მივიღეთ.... სიკეთე გადამდებია..

- მადლობა ჩინურ რესტორან "ძინჩაო"-ს სამედიცინო ატრიბუტებისა და დელიკატესებისთვის. სიკეთე გადამდებია..

- "ექიმი გმირია" - ასეთი წარწერა ამშვენებს ღვინის ბოთლებს, რომელიც კომპანია "ძმები ხუციშვილების ღვინის მარნისგან" მიიღეს ბოქსირებული განყოფილების ექიმებმა. მადლობა. სიკეთე გადამდებია..

- ნამცხვრები მიმღები განყოფილების პერსონალს რიგითმა მოქალაქეებმა მოართვეს.... განიცდიან, ღელავენ და ხვდებიან მედიკოსების პასუხისმგებლობას... ცდილობენ გამოხატონ პატივისცემა... მადლობა მარიამ ბექაურს... სიკეთე გადამდებია..

ჯერჯერობით ესაა და ასე გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ..

დავიწყე და მივხვდი, ბევრი გამოვიდოდა, მაგრამ შუა გზაში ხომ არ გავჩერდებოდი, ან ვინმეს ხომ არ გამოვტოვებდი

მინდოდა მეჩვენებინა, როგორი სოლიდარული და კონსოლიდირებული გაგვხადა პანდემიამ.

ასეთები ვართ ქართველები და ჩვენ რა მოგვერევა, ან ვინ მოგვერევა

თუ ვინმე აქამდე ჩამოხვედით, მადლობა ყურადღებისათვის

ერთად უკეთესია ..

სიკეთე გადამდებია..