ამირან გამყრელიძე: უკვე შეიძლება ითქვას, რომ ხვალ დილიდან ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება

ამირან გამყრელიძე: უკვე შეიძლება ითქვას, რომ ხვალ დილიდან ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, ხვალ დილით კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი კიდევ გაიზრდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„ეპიდემიას ვერ ავცდებით იმიტომ, რომ კლასიკური განსაზღვრებით ეპიდემია უკვე გვაქვს. ჩვენ უნდა ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას. ჩვენ უკვე გვაქვს ეპიდემია. აქამდე არასოდეს ყოფილა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა, ბოლო მონაცემებით კი ინფიცირების 70 შემთხვევა გვაქვს. კვლევაში არის კიდევ რამდენიმე ნიმუში და წინასწარი ინფორმაციით, დილით კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაგვემატება, მაგრამ არა ბევრი. ჩვენი მთავარი მიზანია, როგორმე ყველამ ერთად ავიცილოთ თავიდან კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება, როდესაც დღეში გვექნება არა 4-5-10, არამედ 50, 100 და 200 ახალი შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ