ეჰ, მაპატიეთ, მეგობრებო, გამომრთეს ეგრევე აკიმივით - ნათია ფანჯიკიძე „იმედის დღეში“ მომხდარ კურიოზს განმარტავს (ვიდეო)

ეჰ, მაპატიეთ, მეგობრებო, გამომრთეს ეგრევე აკიმივით - ნათია ფანჯიკიძე „იმედის დღეში“ მომხდარ კურიოზს განმარტავს (ვიდეო)

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე „იმედის დღეში“ მომხდარ კურიოზს განმარტავს და Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო.

ეჰ.. მაპატიეთ მეგობრებო.. გამომრთეს ეგრევე აკიმივით, არ დამცალდა თერაპია.

ტექნიკური ხარვეზი იყო და სანამ ტელეფონის კამერა როგორ დამეჭირა, მკარნახობდნენ, სოფო შამანიდმა, რომელიც უყურებდა ტვ-ს, მომწერა, დეგენერატოო (სიყვარულით რაღათქმაუნდა) და რომ ამოვიდა ეკრანზე მესიჯი, ამაზე გადავბჟირდი.

ისე, ამ ინტერვიუში უნდა მეთქვა, რომ responsible.ge-ს მიერ დაფინანსებული აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა მკურნალობა არ შეწყვეტილა და ონლაინ გრძელდება“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.