ლიბერთიმ 13 მარტს მომხმარებლისთვის სასესხო ვალდებულებებზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი აამოქმედა. საშეღავათო პერიოდის პირობების თანახმად, შეღავათი ავტომატურად ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე (მათ შორის, სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც), ვინც სარგებლობს ლიბერთის არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი ტიპის სესხებით:
∙ სამომხმარებლო სესხი
∙ იპოთეკური სესხი
∙ ოვერდრაფტი
∙ საკრედიტო ბარათები
∙ განვადება
∙ სოციალური სესხები (საპენსიო, ოვერდრაფტი, სოციალური ავანსი, დევნილის სესხები)
∙ ფიზიკურ პირებზე გაცემული სამეწარმეო სესხები
∙ ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი
∙ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი
იმისთვის, რომ მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად შეძლოს სასურველი საშეღავათო პერიოდის სტატუსის ნახვა, ან შეღავათზე უარის თქმა 25 მარტამდე, შეიქმნა ახალი ვებ გვერდი https://loans.lb.ge
გარდა ამისა, შეღავათზე გადაწყვეტილების დაფიქსირება შესაძლებელია მარტივად, ლიბერთის ნებისმიერი დისტანციური არხიდან:
- ინტერნეტ ბანკი: http://my.libertybank.ge/
- მობაილ ბანკი: http://bit.ly/33wTFCv
- დისტანციური მომსახურების ცენტრი: 032 2 55 55 00
- ლიბერთის ბანკომატები