რომან გოცირიძე: რაში სჭირდება ვანო მერაბიშვილს საკუთარი იდეის გამხმოვანებლები?! 

რომან გოცირიძე: რაში სჭირდება ვანო მერაბიშვილს საკუთარი იდეის გამხმოვანებლები?! 

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, დაუჭერს თუ არა მას მხარს გაერთიანებული ოპოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით “2020NEWS“-თან კომენტარს არ აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე.

„როცა საჭირო იქნება, მაშინ იტყვის თვითონ“, - ამბობს დეპუტატი.

როგორც დეპუტატმა სააგენტოსთან განაცხადა, ვანო მერაბიშვილმა თვითონ უნდა განაცხადოს, აპირებს თუ არა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. მისივე განცხადებით, მერაბიშვილს საკუთარი იდეის გამხმოვანებლები არ სჭირდება.

“ აპირებს თუ არა ვანო მერაბიშვილი საარჩევნო პროცესებში ჩართვას, თავად უნდა თქვას. ჩვენ ვანოს განცხადების შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს. რაში სჭირდება ვანოს საკუთარი იდეის გამხმოვანებლები?! როცა საჭირო იქნება, თვითონ იტყვის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

“2020NEWS“ -ის ინფორმაციით, ციხიდან ახლახანს გამოსული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პრემიერი ვანო მერაბიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. როგორც ჩანს, სიტყვიერი დაპირების შემდეგ, მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკურ მოქმედებაზეც გადადის.

როგორც სააგენტოსთან, “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, ექსმინისტრ მერაბიშვილს ახალციხისა და ადიგენის სამაჟორიტარო ოლქში გამარჯვების პერსპექტივა აქვს.