ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:
აბა მითხარით, ადამიანი, რომელმაც ავადობის თუნდაც ერთი ნიშანი შეამჩნია საკუთარ თავს, პირველ რიგში სად მიდის და რას აკეთებს: მღვდელთან სალოცავად და საზიარებლად, თუ ექიმს იძახებს, ან კლინიკაში მიდის მასთან მიღებაზე?!
მე როგორც მგონია და რასაც ვუყურებ, კლინიკისკენ მიისწრაფიან და არა ეკლესიისკენ..
იქ კი მათ ჩვენი ექიმები ხვდებიან, სინჯავენ, თუ ვირუსის ნიშანწყალი შეამჩნიეს, იქვე იტოვებენ, ან აგზავნიან კარანტინში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში..
მადლობა სამედიცინო პერსონალს, რომელიც ამ საქმეს თავდაუზოგავად ემსახურება
ისინი პროფესიონალები არიან, მშვენივრად იციან ისიც, როგორ უმკურნალონ ავადმყოფებს და ისიც, როგორ დაიცვან საკუთრი თავი და გარშემომყოფნი ვირუსის შემდგომო გავრცელებისაგან..
რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ჟურნალისტებზე, უფრო კი ჟურნალიუგებზე, რომლებიც ყოველგვარი თავდაცვის საშუალებების გარეშე პალატებში უვარდებიან დაავადებულებს, დასდევენ ექიმებს და პირში თხრიან მიკროფონებს, იქნებ როგორმე ახალი უბედურების მომასწავებელი რამე დასტყუონ მათ..
რასაც ვხედავთ, ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკის შემცველი სწორედაც რომ აღნიშნული ჟურნალიუგები და მათი მესვეურები არიან:
ჯერ ექიმებს ესხმიან თავს, შემდეგ პაციენტებს, მერე კი დასხდებიან სტუდიებში და მოსალოდნელი საშინელებებით თავზარს სცემენ მაყურებელს - ჭკუიდან გადაიყვანეს და დააპანიკეს ხალხი..
ნაღდად ვერ არიან კარგად..
თუმცა, ამ ჯერზეც, როგორც ქუხს, ისე არა წვიმს: ჯერ მხოლოდ 3 ვირუსით დაგვირგვინებული ავადმყოფი გვყავს და ისინიც საზღვარგარეთ დაინფიცირდნენ..
უფალმა დაგვიფაროს და თუ ერთი შემთხვევაც კი დაფიქსირდა ადგილზე, ანუ საქართველოში, ვირუსის გადადების, რეკომენდაცია შემომაქვს კი არა, კატეგორიულად მოვითხოვ:
- სასწრაფოდ დადგინდეს ყველა ჟურნალიუგა და გადაყვანილი იქნეს კარანტინში!
- მათ სამუშაო ოთახებში, პირველ რიგში, შემდგომ სტუდიებსა და ბოლოს მთლიანად ტელევიზიებში სასწრაფოდ ჩატარდეს სრული დეზინფექცია!!
- ყველა თოქ შოუს წამყვანი, რომელმა გვირგვინავირუსს გადაცემა მიუძღვნა ასევე მოთვსებული იქნეს კარანტინში!!!
ამის შემდეგ კი ჟურნალისტებს, რომლებიც გვირგვინავირუსთან დაკავშირებულ თემებზე იმუშავებენ, სამუშაო ფორმად დაუდგინდეთ თეთრი ხალათები(აჯობებდა გრძელსახელოებიანი, ზურგსუკან რომ იკვრება, მაგრამ ამას თავისუფლების შეზღუდვად ჩაგვითვლიან და კიზინგერთან გვიჩივლებენ), აეკრძალოთ ექიმთან და დაავადებულებთან 2 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მიახლოება და სამუშაოდ დაურიგდეთ ერთჯერადი მიკროფონები..
მხოლოდ ასე შევძლებთ გამარჯვებით დავაგვირგვინოთ გვრირგვინავირუსთან ბრძოლა!!!
და კიდევ, ბარემ ამასაც ვიტყვი.
რა კრიჟანი ვინმე ყოფილა ეს ჩვენი არაფორმალური მმართველი: კარანტინში საჩხერესა და აბასთუმანში რომ გადაყავს ხალხი, გადაიყვანოს სასტუმრო "პარაგრაფში", ეგეც მაგისი აშენებული არაა?! წყალიც ბევრია ვირუსისგან განსაბანად და ჯანსაღი გარემო იქ რომაა, ისეთი უნდა..
ან სულაც ცოტა ხნით თავისი შუშის სასახლე დაუთმოს და კლინიკად გადააქციოს - "ვიდი" კი აქვს შესაფერისი..
ეგ კი არა, კინოფილმ "ლონდრეში" რომაა, ვაჭარი გეო რომ გამოდგება და წლობით ნაშოვნ ოქროს ფულებს გადმოუყრის ბაზრის ბინადართ, გადმოდგეს ეგეც ერთხელაც ოქროყანიდან, გადმოუყაროს რაც კი ფული აქვს ამ გაჭირვებულ ხალხს ძახილით:
- ბიძო ვარ მე, ბიძო! ბიძო ვარ!
და მერე მიუჯდეს გაშლილ მაგიდას და შემოსძახოს:
" - ისევ და ისევ ღვინითა,
ჰარი-ჰარალოო,
დრო გავატაროთ ლხინითა,
ჰარი-ჰარალო.."
კი იძახის ქართული სუფრა მაგარიაო და ..