დავით ზარდიაშვილი: ბატონი კიზინგერის განცხადებების შინაარსიც უკვე „ჰიბრიდული“ ანუ „კორონაპოლიტიკური“ ხდება

დავით ზარდიაშვილი: ბატონი კიზინგერის განცხადებების შინაარსიც უკვე „ჰიბრიდული“ ანუ „კორონაპოლიტიკური“ ხდება

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ „ჰიბრიდულ ომზე“, თუმცა, რატომღაც ავიწყდებათ - ეს მხოლოდ ერთი მხარეა, მხოლოდ ნაწილია მთლიანობაში ჰიბრიდული რეალობისა! რას ვგულისხმობ? ზოგადად იმას, რომ „ჰიბრიდული ომი“ იმავე წარმატებით „ჰიბრიდულ მშვიდობადაც“ შეიძლება იწოდოს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ, როგორც ჩანს - საერთაშორისო ურთიერთობებში მტრობაცა და მოკავშირეობაც - ასევე „ჰიბრიდული“ ხდება. პოლიტიკა, რაც დღევანდელი ადამიანური ყოფიერების „ჰიბრიდულობას“ ყველაზე მძაფრადა და მწვავედ გამოხატავს, თავისთავადაც უკვე ჰიბრიდულია.

ერთგვარი პარალელი დღევანდელ პოლიტიკასა და კორონავირუსის პანდემიის საფრთხეს შორის თვალსაჩინოა: კორონავირუსიც ხომ ჰიბრიდია? იგი აქამდე წარმოუდგენელ მუტაციას განიცდის და თუკი დღემდე მას ჩვენი იმუნური სისტემა მყისიერად ანადგურებდა, ახლა ჩვენს ორგანიზმთან შემგუებლობა გამოუმუშავდა და სწორედაც ჰიბრიდულ მტერ-მოყვრობასა ჰგავს ეს ყველაფერი.

ამიტომაც გუშინაც ვამბობდი: ჰიბრიდულობის გამომხატველი სიტყვა „კორონავირუსი“ ანალოგიურად შეიძლება მთელს ყოფიერებაზე გავავრცელოთ და მათ შორის, „კორონაპოლიტიკის“ ცნებაც შემოვიტანოთ დღევანდელი ჰიბრიდული რეალობის დასახასიათებლად!

დღევანდელი ყოფიერება რომ „ჰიბრიდული“ გახდა, ლამის ყოველი პოლიტიკური მოვლენის დროს, ყოველ ჯერზე და უკვე უწყეტად დემონსტრაციულად დასტურდება. მაგალითები გნებავთ? კი ბატონო:

აგერ, თუნდაც ამ ამერიკელი კონგრესმენის, ბატონი კიზინგერის ყბადაღებული განცხადებები ავიღოთ.

ამერიკელი კონგრესმენი, ისევე, როგორც მისი ნებისმიერი სხვა კოლეგა, როგორც ჩვენში ამბობენ - „მაჟორიტარი დეპუტატია“, ვინაიდან ამერიკაში მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არსებობს. თუნდაც მხოლოდ ამიტომაც, წესით, არც ერთ კონგრესმენს აზრადაც არ უნდა მოუვიდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის უკეთესობა და მაჟორიტარულის ნაკლებ დემოკრატიულობა ასეთი თავგამოდებული ჟინითა და „თავგანწირული სულისკვეთებით“ გვიმტკიცოს, როგორც ამას ბ-ნი კიზინგერი და მისი რამდენიმე კოლეგა სჩადიან. ბუნებრივია, მათ გულწრფელობას არავინ დაიჯერებს და მთელი ეს აურზაური მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმეებში არაკეთილმოსურნე, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრულ ჩარევად აღიქმება!

განსაკუთრებით უცნაურია მისი ბოლო ინტერვიუ რადიო "თავისუფლებასთან", სადაც იგი, არც მეტი, არც ნაკლები, უკვე იმუქრება და ულტიმატუმის ენით ფაქტიურად ამბობს - თუკი პროპორციული არჩევნების მიმართულებით პროგრესი არ მიიღწევა, ისეთ რამეს გავაკეთებთ რაც ბევრისთვის მოულოდნელი იქნებაო!

ვიცით, რომ ის ჩვენი მეგობარია, მაგრამ აბსოლუტურად არამეგობრული ტონით კი გველაპარაკება. ტონს კიდე არა უშავს, მაგრამ მისი განცხადებების შინაარსიც უკვე „ჰიბრიდული“ ანუ „კორონაპოლიტიკური“ ხდება. ხოლო ბოლო განცხადება უკვე თავისთავადაც არის ისეთი ნაბიჯი, რასაც არავინ მოელის ამერიკელი კონგრესმენისგან! თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, ბოლოს იგი უკვე რუს ჟირინოვსკის დაემსგავსება. ხომ გახსოვთ, მაგ. 90-იანებში აფხაზი სეპარატისტების მხარდასაჭერი ჟირინოვსკის თავხედური ულტიმატუმები საქართველოს წინააღმდეგ? მაგრამ მაშინ მტერს მტერი ერქვა და მოკეთეს მოკეთე.

ახლა რა ხდება?! ნუთუ ნაცების მხარდამჭერი კონგრესმენი თავს ვეღარ იკავებს და სულ უფრო მეტად და მეტად წაიჟირინოვსკებს?!

მეტი რა საბუთი გინდათ, რომ კორონავირუსთან ერთად კორონაპოლიტიკა ე.ი. უცნაური, აქამდე გაუგონარი მუტაციური ჰიბრიდი, გვიტევს?!

amo ჭკუით ქართველებო!
5 წლის უკან
amo ნინო ბურჯანაძე - "ელჩების აქტიური ჩართულობის შემდეგ, შეთანხმებაზე უარის თქმა ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება."
გიორგი ვაშაძე - "110/40-ზე უნდათ? კი ბატონო, დაარეგისტრირონ, ჩვენგან ამას ნულოვანი მხარდაჭერა ექნება"
არ ვარ ბატონო ამ ხელისუფლების მეხოტბე (თუმცა ამ ოპოზიციას ესენი მირჩევნია), მოდით თქვენ, ოღონდ მოდით ქართველი ხალხის მანდატით, თქვენი ეროვნული სულისკვეთებით, თქვენი გაწერილი პროგრამებით (აბა რაში გიხდით გაჭირვებული მოსახლეობა მილიონებს?) და არა გარეთ მიყიდული სულის პოლიტიკით.
5 წლის უკან