ლონდოში ახალგაზრდა მამაკაცი, რასისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა, მიზეზი კორონავირუსია. ამის შესახებ independent-წერს. ჯონათან მოკი, 23 წლის სტუდენტი ამბობს, რომ მას 24 თებერვალს, 9:15 -ზე ოქსფორდის ქუჩაზე თავს დაესხნენ.
რასისტული თავდასხმის მსხვერპლი სოციალურ ქსელში, წერს, რომ სანამ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, თავდამსხმელებმა უთხრეს: „მე არ მინდა თქვენი კორონავირუსი ჩემს ქვეყანაში“ და სტუდენტს სასტიკად გაუსწორდნენ.
თავდამსხმელების ჯგუფმა შემთხვევის ადგილი პოლიციის მოსვლამდე დატოვა.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმების ინფორმაციით, სახეზე მრავლობითი მოტეხილობები აქვს და შესაძლოა პლასტიკური ოპერაცია დასჭირდეს.
მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივ პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ისინი აქტიურად მუშაობენ ეჭვმიტანილთა ვინაობის დასადგენად.