მეუფე ანტონი: „უთო რომ ჩართო, ისიც კორონავირუსზე ისაუბრებს“

მეუფე ანტონი: „უთო რომ ჩართო, ისიც კორონავირუსზე ისაუბრებს“

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი „ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა „რეაქციაში" ერთი კოვზით ზიარების შესახებ აცხადებს, რომ ეკლესიას კომპეტენტური პირები ჰყავს და საფრთხის დანახვის შემთხვევაში, ისინი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ეკლესიის კომპეტენტური პირები თავად გადაწყვეტენ, როგორ მოიქცნენ. თუ ისინი ჩათვლიან რომ საჭიროა, ეკლესია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ რწმენა გვაქვს არა იმიტომ რომ ცოდნა გვაქვს, არამედ რწმენის გამო გვაქვს ცოდნა. არ ვიცი ეს ჩარევები რას ნიშნავს, მრევლის დაბრკოლება სურთ თუ ეკლესიის კიდევ ერთხელ გაქილიკება?!

ყველას გვაშფოთებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მაგრამ მე პირადად ვირუსის საწინააღმდეგოდ განსაკუთრებული ზომები არ მიმიღია, არც სახელმწიფოს უწყებებს მოუციათ რეკომენდაციები. თუმცა, თუ ეკლესიების დეზინფექციის საშუალება არის, რა თქმა უნდა, ჩემს ეპარქიაში ამაზე უარს არ ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, როცა ზიარებისგან ადამიანები ცუდად გამხდარან ან გარდაცვლილან. საზოგადოება მეტად შეშფოთებულია, მასმედია ბევრ დროს უთმობს ამ თემის გაშუქებას. გიჟი უნდა იყო ადამიანი, კორონავირუსის შიში არ ჰქონდეს. ახლა, ისეთი მდგომარეობაა, უთო რომ ჩართო, ისიც კორონავირუსზე ისაუბრებს. შესაძლოა, ზიარებას პლაცებო ეფექტი ჰქონდეს, ეს ღრმა რწმენაზეა დამოკიდებული.

ლოცვას ძალა არ აქვს და ეს ჰაერია? ვისაც რაიმე პრობლემა აქვს, შუძლია სახლში გამოიძახოს მოძღვარი და იქ მიიღოს ზიარება. დაზღვეული არავინ არაფრისგან ვართ, საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული რეკომენდაციების გათვალისწინება" - განაცხადა მეუფე ანტონმა.