იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა

იტალიაში ქალაქ კომოში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა.

იტალიური გამოცემის „კორიერა დელა სერა" -ს ცნიბით, მამაკაცი კარგად გრძნობდა თავს და ამის გამო ჩაალაგა ბარგი და ტაქსით გაიქცა.

მამაკაცი პალატაში დააბრუნეს. მამაკაცი ამბობდა, რომ მისი შვილი ექიმია და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა.

ტაქსის მძღოლმა კი განაცხადა, რომ არ იცოდა, რომ მგზავრს კორონავირუსი ჰქონდა. თავად ტაქსის მძღოლი ამჟამად თვითიზოლაციაშია.

პაციენტს მთავრობის დადგენილების დაუმორჩილებლობა წაუყენეს ბრალად.