ირაკლი კობახიძე:  “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისია საქართველოში ჩამოვიდე”

ირაკლი კობახიძე:  “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისია საქართველოში ჩამოვიდე”

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ ევროპარლამენტარებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი წინადადებები გააცნო. „საუბარი გვქონდა იმ პროცესზე, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო სისტემასთან. საქართველოში შედგა რამდენიმე შეხვედრა, სადაც განიხილებოდა საარჩევნო სისტემის საკითხი“, – განუცხადა „ქრონიკას“ ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენს კოლეგებს გავაცანით დეტალები იმ წინადადებების, რომლებიც გაჟღერდა ამ შეხვედრებზე და ყველამ ერთად გამოვთქვით იმედი შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმების მისაღწევად არსებობს ყველანაირი რესურსი და ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი“, აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებთან ფაქტების შემსწავლელ მისიაზეც ილაპარაკეს, რომელიც საქართველოში გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩამოვიდეს. „ხვალ გვექნება დამატებითი შეხვედრები და ალბათ დადგინდება ვიზიტის ზუსტი თარიღები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მიუღებელი მოვლენაა, რომ ადამიანმა მოიპაროს 48 მილიონი და რჩებოდეს პოლიტიკაში. პირველ რიგში ეს დადგინდება. ასევე დადგინდება პროცედურული დეტალები, რომელიც ამ საქმესთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ოპოზიციაში შიშით ელოდებიან ამ მისიას.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფაქტების შემსწავლელი მისია საქართველოში ჩამოვიდეს. ჩვენ ევროპელ კოლეგებს გავაცანით ყველა დეტალი, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო სისტემის შესახებ შემოთავაზებასთან. გვქონდა დეტალური საუბარი ამ იდეებზე.

მათ აქვთ სრული ინფორმაცია და იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული. დრო ბევრი არ არის დარჩენილი. საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებამდე გვაქვს დაახლოებით ერთი კვირა. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ინიციატივა პარლამენტში ფართო შეთანხმების საფუძველზე შევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თებერვალში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროპარალამენტს გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნა შესთავაზეს.

Aburjga Tasmanieli ბატონო ირაკლი, ნიჭიერი, განათლებული ადამიანი ბრძანდებით, ამიტომ მინდა რამდენიმე შეკითხვით მოგმართოთ:
1. როგორ, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომელი ლეგიტიმური მეთოდებით შეიძლება შევწყვეტინოთ გიგა ბოკერიას საზოგადოების სახელით ლაპარაკი?!
2. თუ "ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების" ემისრების (მაგალითად ადამ კიზინგერი) უტიფარი ზეწოლის გამო იძულებული ხართ კონსტიტუციაში შეიტანოთ ცვლილებებ, რატომ არ მიმართავთ ხალხს როგორც ძალაუფლების წყაროს?! რატომ არ ეკითხებით ხალხი მხარს უჭერს კონსტიტუციურ კანონის ისეთ ვარიანტს რასაც თქვენ გაიძულებენ?!
3. რადგან გარკვეული მიზეზების გამო რეფერენდუმის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი, ხომ არ აჯობებდა ჩაგეტარებინათ პლებისციტი საქართველოს იმ ნაწილში სადაც ვრცელდება ქართული ხელისუფლების იურისდიქცია?! ეს ხომ მოგცემდათ ყველაზე წონად არგუმენტს "ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების" უნამუსო ბრალდებების გასამკლავებლად??!!
2.
5 წლის უკან
trampi ტრაკი არააა აქვთ, ტრაკი ......
5 წლის უკან
trampi ჩამოვიდნენ თორემ ერთბაშად არ აუხსნათ სინამდვილეში რაც ხდება საქართველოში...
დებილები
5 წლის უკან