სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ფაშინიანმა „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ნამდვილად შთამაგონებელი შეხვედრა მქონდა მის უწმინდესობასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. არსებობს მკაფიო შესაძლებლობა, რათა დავგეგმოთ ჩვენი ქვეყნების მომავალი ერთად, მიუხედავად ყველა არსებული საფრთხისა რეგიონში“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას; საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.