ჩინეთში ქალაქ უხანში კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის სპეციალურად გახსნილი ერთ-ერთი საავადმყოფო დაიხურა ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის კლების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ვირუსით ინფიცირების სწრაფად მზარდი ტენდენცია კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა, მი ფენმა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცველების შემდეგ უხანში ინფიცირებული პირებისათვის 16 სპეციალიზებული საავადმყოფო გაიხსნა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.