ვულკანი, რომელმაც 10 წლის წინ 353 ადამიანი მოკლა, დღეს ისევ ამოიფრქვა

ვულკანი, რომელმაც 10 წლის წინ 353 ადამიანი მოკლა, დღეს ისევ ამოიფრქვა

ინდონეზიაში ყველაზე აქტიური ვულკანი მერაპი ამოიფქრვა, რომელმაც მასობრივი ფერფლი წარმოქმნა და 6000 მეტრ სიმაღლეზე გატყორცნა ჰაერში. ფერფლი 10 კილომეტრით მოშორებულ ქალაქში ქვიშას, წვიმასა და ტალახს შეერწყა და მთელი დასახლებული პუნქტი დაფარა. ამის შესახებ წერს GUARDIAN-ი.

ადგილობრივთა თქმით, ამოფრქვევის ხმა 30 კილომეტრის მოშორებითაც ისმოდა.

2968 მეტრიანი ვულკანური წარმოშობის მთა ინდონეზიის 500 ვულკანს შორის ყველაზე აქტიურია. მისი უკანასკნელი ამოფრქვევის შედეგად 2010 წელს 353 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1930 წელს კი მსგავსმა მოვლენამ 1300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.