დავით უსუფაშვილი:  სრული არანორმალურობა იქნება მოლაპარაკებების ჩაშლა ან პარლამენტში რაიმე კანონპროექტის ინიცირება და მაისში მისი ჩაგდება

დავით უსუფაშვილი:  სრული არანორმალურობა იქნება მოლაპარაკებების ჩაშლა ან პარლამენტში რაიმე კანონპროექტის ინიცირება და მაისში მისი ჩაგდება

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოსაზრებები განსხვავდება, მაგრამ ახლოს არის შეჯერებასთან.

„ყურადღებით ვართ იმისთვის, რომ სრული ნორმალიზაციის ვერმიღწევის გამო, ქვეყანა სრულ არანორმალურობაში არ გადავჩეხოთ. ამიტომ უახლოეს დღეებში „ლელოს“ წარმომადგენლები არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ მოძებნილი იყოს გონივრული კომპრომისი, რომელიც ნორმალიზაციის მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი​“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

​მისივე თქმით, სრული არანორმალურობა იქნება მოლაპარაკებების ჩაშლა ან პარლამენტში რაიმე კანონპროექტის ინიცირება და მაისში მისი ჩაგდება.

„ასევე, არანორმალურობა იქნება ისეთ შეთანხმებაზე წასვლა, რომელიც იქნება მიუღებელი საზოგადოებისთვის, ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამას ჩვენ არ გავაკეთებთ“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, წკიპურტების გაცვლამ პროცესი ჩაშლამდე არ უნდა მიიყვანოს.

„პარტიამ იმისთვის, რომ ქვეყანა მართოს, უნდა მიიღოს მინიმუმ 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა. მეტი მხარდაჭერა ნიშნავს მაჟორიტარების ხარჯზე, მაგრამ მხოლოდ მაჟორიტარებით არ უნდა მივიღოთ ის ვითარებები, რაც დღემდე გვქონდა ხოლმე. ამის ბუნებრივი ზღვარია 125/25. ასეთი თანაფარდობის შემთხვევაში ეს პრინციპი სრულადაა დაცული. თუმცა, შესაძლებელია 120/30 ვერსიაშიც, თუკი იქნება ჩადებული კონკრეტული ფორმულა, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა და შემოგვთავაზა. მაგრამ ამ ფორმულას გარკვეული გარანტიები სჭირდება. ახლოს ვართ საარჩევნო საკითხებზე მისაღები ვერსიის მაგიდაზე დადებაზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Aburjga Tasmanieli აი ეს კაცი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ეს გამონახა და გამოარჩია ბატონმა ივანიშვილმა!!! ეს ხომ საშინელებაა??!!
ვნახოთ რას ამბობს უსუფაშვილი - მისივე თქმით, სრული არანორმალურობა იქნება მოლაპარაკებების ჩაშლა ან პარლამენტში რაიმე კანონპროექტის ინიცირება და მაისში მისი ჩაგდება.
ეს როგორ ბატონო დავით პარლამენტს რატომ უკრძალავ რაღაც პროექტის უარყოფას, ჩაგდებას?! მაშინ რაღა სჭიროა პარლამენტში საკითხის განხილვა?! მიიღეთ თქვენ თქვენი ვარიანტი! აი იმათ მიიღეთ ვინც ლეიბორისტების ოთახში ზიხართ, მოაწერეთ ხელი, წაუღეთ ყოფილ პრეზიდენტს კიევში დასმტკიცებლად და თუ ხელი მოგიწერათ, ადექით და ჩაატარეთ თქვენი წესით თქვენი არჩევნები!!! ოღონდ თქვენ და ქალბატონ ნინოიას ცილობა არ მოგივიდეთ, არა მე უნდა ვიყო სპიკერი და არა მეო! ავად ხართ თქვენ ყველა, ავად!
და იქნებით მარკ ტვენის უკვდავ ნაწარმოებში რომ არის ისე - ზოგი მეფე და ზოგიც ჰერცოგი!
5 წლის უკან