ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორი:

ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორი: "გახარია დაგვპირდა პირადად რომ რამდენიმე თვეში გადმოგვცემენ შენობას"

თბილისის ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მედიასთან საუბრისას პრემიერის დანაპირებს ახმოვანებს:

"მივიღეთ კატეგორიული გარანტია პრემიერ გახარიასგან, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს პრობლემას, რომ რამდენიმე თვეში გადმოგვცემენ შენობას, საუბარია დიღომში მდებარე "სამედიცინო ინოვაციების ცენტრზე", 11 სართულიანია და ძალიან კარგი შენობაა"