ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
დღეს გავრცელდა ვიდეოები,თუ როგორ აქებენ და ადიდებენ შერეულ სისტემას მაშინდელი ხელისუფალნი,.მათ შორის, ზოგიერთი "პოლიტპატიმარიც"
საოცარი ქვეყანა ვართ.
ნორმალური ადამიანი შეწუხდებოდა, ბოდიშს მაინც მოიხდიდა, ,ვცდებოდი, მაპატიეთ, იქნებ ახლა თქვენ გამოასწოროთ ჩვენი შეცდომაო.
არა.
მაშინაც მართლები იყვნენ, როცა შერეულ სისტემას აქებდნენ და ახლაც მართლები არიან, როცა აძაგებენ.
მაშინაც მართლები იყვნენ ,როცა ტავ-პირს ამტვრევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ახლაც, როცა პარლამენტში შეჭრაში ხელის შეშლისთვის პოლიციელებს ცემდნენ.
და საერთოდ, პარლამენტში შეჭრისა და პოლიციელების ცემისათვის დაკავებულებს პოლიტპატიმრები დაარქვეს ამ მართლაც უკუღმართებმა.
ახლაც დგანან და სრულიად უტიფრად ითხოვენ "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას.
თითქოს ვერ ხვდებოდნენ , რომ ამ პირობის შესრულება შეუძლებელია, ვინაიდან ეს ხელისუფლებისათვის თვითმკვლელობა იქნებოდა.
ისე, ბარემ არჩევნების გარეშე მისცენ უმრავლესობა.
არ იმსახურებენ, თუ რა?
გადახედეთ ისტორიას, რამდენჯერ გვიჩვენეს "საქმენი საგმირონია".
სულ გენიალური ქართული ზღაპარი მახსენდება ამ ისტორიის ყურებისას.
"ჩიტო, ჩიტო ჩიტუნაო,რაო ბატონო მელაო? ერთი ბარტყი ჩამომიგდე,თორემ შავ დღეს დაგაყრიო"- ხომ გახსოვთ?
ოღონდ, რა ხელეჩოთი დ წალდუნათი იმუქრებიან, ეს ვერ გამიგია, მართალი რომ გითხრათ.
არც ის მონადირე გამოჩნდა, სულ ცემა-ცემით რომ უკან ამოაყრევინოს გადაყლაპული ბარტყები.