თენგიზ ცერცვაძე: ინფექციურის შენობის მდგომარეობა კარგი არ არის, თუმცა მომსახურება ძალიან მაღალია

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციურის შენობის მდგომარეობა კარგი არ არის, თუმცა მომსახურება ძალიან მაღალია

შენობის მდგომარეობა კარგი არ არის, ეს არ არის 4-ვარკსვლავიანი სასტუმრო, სამაგიეროდ, მომსახურება და კვალიფიკაციაა ძალიან მაღალი. სტაფი არის უგამოცდილესი, ასეთ ინფექციებთან ბრძოლაში გამობრძმედილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ინფექციური საავადმყოფო ბოლო 7 წელია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაშია. მესაკუთრეს არაერთხელ მიმართეს, დაერთოთ ნება, საკუთარი სახსრებით რემონტი გაეკეთებინათ, თუმცა უშედეგოდ.

„ბოლო 7 წელია ასე ვართ, არაერთგზის მივმართეთ, როგორც მფლობელს, დაგვრთოს ნება, რომ გავაკეთოთ რემონტი, ჩვენი სახსრებით, ასევე მივმართეთ სამინისტროს ხელმძღვანელობას, ახალი შენობის გადმოცემაზე ან აშენებაზე. მუდმივად გვპირდებიან, რომ ეს იქნება 1 წელიწადში. რამდენჯერმე გამოიყო მიწა, გაკეთდა პროექტი, მაგრამ ტქნიკური მიზეზების გამო, ეს შეფერხდა“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრისგან აქვთ დაპირება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს უმოკლეს ვადებში სახელმწიფო შენობას გადასცემს. „ახლა გვაქვს უკვე მიღებული კატეგორიული გარანტია პრემიერ-მინისტრისგან. მათ შესანიშნავად ესმით, ჩვენ ვინ ვართ, ჩვენი საჭიროება ქვეყნისთვის. დაგვპირდა, რომ სახელმწიფო უმოკლეს ვადებში დიღომში ინოვაციების შენობას შეიძენს და გადმოგვცემს. 11 სართულიანი, კარგი შენობაა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.