ლორა თორნტონი

ლორა თორნტონი "NDI-საქართველოს" დირექტორის პოსტს ტოვებს

ლორა თორნტონი “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის პოსტს ტოვებს.

“NDI-საქართველოს” დირექტორები, როგორც წესი, 5-6 წელიწადში იცვლებიან. “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” საქართველოს ოფისში ამბობენ, რომ ამჯერადაც გეგმიურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე.

ახალი დირექტორის შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია.

ცნობისათვის, ლორა თორნტონი საქმიანობას სტოკჰოლმში, სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ში გააგრძელებს, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით მუშაობს.

ლორა თორნტონი NDI-ის 1998 წელს შეუერთდა, 2014 წლიდან კი საქართველოს ოფისს ხელმძღვანელობს. საქართველოში მისიამდე ის ხელმძღვანელობდა NDI-ის ოფისებს კამბოჯაში, ტაილანდსა და მალაიზიაში.

 

Aburjga Tasmanieli ყოჩაღ ირმა, ყოჩაღ "პატრიოტთა ალიანსი"!
5 წლის უკან
Maverick აქაც "კარგი" ქალი იყავ, იქ "ნათელი" დაგადგესა!
5 წლის უკან