გია იაკობაშვილი: რატი ალექსიძის X5 დაუბრუნდეს გიგი უგულავას, საქართველო დაუბრუნდეს სააკაშვილს

გია იაკობაშვილი: რატი ალექსიძის X5 დაუბრუნდეს გიგი უგულავას, საქართველო დაუბრუნდეს სააკაშვილს

ჟურნალისტი გია იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"პოლიტპატიმრების" გათავისუფლება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. იმისათვის, რომ ნაცები და მათი გამონაყოფები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, საჭიროა შემდეგი:

  1. ციხეში შებრუნდეს ყველა, ვინც 2012 წელს გათავისუფლდა;
  2. ტვ "იმედი" დაუბრუნდეს გიორგი არველაძეს;
  3. ნატა ფერაძე დაუბრუნდეს ცხოვრების 2012 წლამდე რეჟიმს;
  4. რატი ალექსიძის X5 დაუბრუნდეს გიგი უგულავას;
  5. გიგი უგულავას დაუბრუნდეს ლელა კილაძე;
  6. ნინო ბურჯანაძეს დაუბრუნდეს წყნეთის აგარაკი და მასში გადახდილი ერთი ლარი;
  7. აჭარა დაუბრუნდეს თურქეთს, ჯავახეთი - სომხეთს, დავით გარეჯი - აზერბაიჯანს;
  8. საქართველომ აღიაროს, რომ ბელგიასთან დამარცხდა ანგარიშით 6:73;
  9. სააკაშვილი დაუბრუნდეს საქართველოს;
  10. საქართველო დაუბრუნდეს სააკაშვილს.

ამ 10 მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, ნაცები და მათგან გამოყოფილები მზად არიან განიხილონ ფორმულა "148 პროპორციული და 2 მაჟორიტარი".

Aburjga Tasmanieli მაგარია!!! )))
5 წლის უკან
Maverick მოხარშულ წაბლს არ დაჯერდებიან???
5 წლის უკან
Katana . ბრავო!.. :))))
5 წლის უკან