სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:
კორონა, აბი გლუკოზა და ახალი ამბების დაასტა !..
ე.ი. იმ საცოდავ ევროპელებს , ბორდელებში რომ კეტავენ ხალხს, კარანტინზე, ის დროა , ჩვენი პროფესიონალები გავუგზავნოთ რაა, იქნებ დაეხმარონ ვირუსის გავრცელების შეჩერებაში მაინც, თუ უკვე ძალიან გვიან არ არის, იმდენ კრეტინობას აკეთებენ...
აბა, ჩვენთან, აბასთუმანში, ყველა მოთავსებულია თავ-თავის ნომერში, საკუთარი აბაზანით, ტელევიზორით, მაცივრით... დახურული კონტეინერებით შესდით მრავალფეროვანი საჭმელი და შემდეგ (აქ არის ყველაზე საინტერესო) თურმე, საკვების ნარჩენებიც კი გამოაქვს სპეციალიზებულ ჯგუფს და ისე ანადგურებენ , რომ შემთხვევით არ მოხვდეს გარემოში! ანუ ნაგვის და ყველანაირი ნარჩენის ცალკე გამოტანა და სპეც-განადგურება, აზრზე ხართ , უსაფრთხოების რა დონე აქვს ჩვენი დროის კიდევ ერთ გმირს Rezo Zhghenti-ს?! რომელმაც ასევე, შესაძლებელ მინიმუმამდე დაიყვანა თანამშრომლების რაოდენობა რისკის ზონაში, ხოლო თვითონ, მოადგილე და რამდენიმე ადამიანი 24/7 უვლიან და ემსახურებიან კარანტინში გადაყვანილებს?!..
p.s. ამირან გამყრელიძის გენიოსების გუნდს, მეტად საეჭვოდ მიჩნეული პირები და კარანტინში გადასაყვანი ადამიანებიც გამიჯნული ჰყოლია... აბასთუმანში იმყოფებიან ნაკლებად სარისკოები, სავარაუდოდ, რომ არ დაუდასტურდება კორონავირუსი... თუმცა სიფრთხილეს რომ თავი მაინც არ სტკივას ამბავში...
ჰოდა.. ამიტომაც ვაჯობეთ საფრანგეთსაც , ესპანეთსაც, იტალიას ხომ საერთოდ, ირმის ნახტომებით ჩავუქროლეთ ..
p.p.s . საერთოდ, აბასთუმანის ეს ცენტრი გამზადებული ყოფილა სახელმწიფო უფასო პროგრამისთვისაც , რომელიც მოიცავს ადამიანების ფართო სპექტრის დასვენება-გაჯანსაღებას .. პროფ-კავშირებმა და უმეტესობა დიდმა და საშუალო ფაბრიკა -ქარხნებმა უკვე იციან ვის და როგორ ეკუთვნის აქ ოცდღიანი მკურნალობა... მერე მეც მოგიყვებით და აგიხსნით სკურპულოზურად
p.p.p.s ბატონ რეზოს შევთავაზე ჩვენი დახმარება , როგორც აქტივისტების , ჩავენაცვლებით დამლაგებლებს, სანიტრებს და მძღოლებს, ვართ ამის მსურველები და შემსრულებლებიმეთქი და არა, დიდი მადლობაო, ყველას შემოგითვალათ, ჯერჯერობით ყველაფერი წესრიგში გვაქვსო , ჩვენი პერსონალიც მინიმუმამდე დავიყვანეთ , რისკის გათვალისწინებითოო , თუმცა ახლა უფრო მშვიდად ვართ და ყველაფერი კარგად იქნებაოო