საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დღეს სააკაშვილის შტაბი იხსნება

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დღეს სააკაშვილის შტაბი იხსნება

დღეს, 17:30 საათზე, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის შტაბი გაიხსნება.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, შტაბის მთავარი ამოცანა ახალგაზრდებისა და არაპარტიული აქტიური მხარდამჭერების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა, საარჩევნო დამკვირვებლების მომზადება და ორგანიზება იქნება.

ექს-პრეზიდენმა შტაბის დაარსება 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში დააანონსა:

„პირველი მარტიდან, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა.

ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე და ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს, პოლიტიკურს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს“, – განაცხადა მაშინ სააკაშვილმა.

Maverick მიშა, საერთოდ წიგნები თუ გაქვს მაგ ბიბლიოთეკაში მეც მოვალ, მაგ შტაბის ლექციებზე შატალოზე გავალ, დავჯდები ბიბლიოთეკასი და წიგნები წავიკითხავ...
5 წლის უკან
Maverick უკაცრავად მიშიკო! ბიძიკო, აკრეფილი ტექსტის გადაკითხვის დლო არ მაქვს, ბიწები ეზოში სათამაშოდ მეძახიან და უნდა გავიქცე, იმედია გაიგებ რაც მოგწერე...
5 წლის უკან