ირაკლი კობახიძე: „პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“

ირაკლი კობახიძე: „პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, დაახლოებით, ერთი კვირის ვადაში უნდა მოხდეს, რათა სესიის ბოლომდე მთელი პაკეტის მიღება შესაძლებელი გახდეს.

„იმისათვის, რომ ჩვენ სესიის ბოლომდე მოვასწროთ, მთელი პაკეტის მიღება, აქ იგულისხმება, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც მხოლოდ შემდეგ შეიძლება დაინიცირდეს, რაც კონსტიტუციას გადავსინჯავთ- იმისათვის, რომ ეს იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალური ინიცირების ვადა არის შემდეგი ოთხშაბათი, რაც ნიშნავს იმას, რომ მაქსიმუმ იქითა ორშაბათს უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან, ასევე, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„ჩვენ ყველაფერზე გვაქვს რა თქმა უნდა, საუბარი, მაგრამ რაც შეეხება პოლიტპატიმრებს ისინი საქართველოში არ არსებობენ და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

dima არ გეჩვენებათ ,რომ ძალიან ბევრს უთმობთ ოპოზიციად წოდებულ ტერორისტულ ორგანიზაციას?! ნუ ცდით ხალხის მოთმინებას,თორემ ორივეს წაგლეკავთ! რას ამრავლებთ ამ ნაცისტებს პარლამენტში,დატოვეთ არსებული საარჩევნო სისტემა!
5 წლის უკან