იტალიაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად „ლა სკალა“ დროებით დაიხურა

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად „ლა სკალა“ დროებით დაიხურა

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად „ლა სკალას“ ოპერის სახლი დროებით დაიხურა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევევის რაოდენობა ერთ დღეში 50 პროცენტით გაიზარდა.

„კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა 8 მარტამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველა ღონისძიებისა და შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ბრძანების თანახმად, „ლა სკალაში“ დაგეგმილი ღონისძიებები 8 მარტამდე აღარ ჩატარდება,“ ნათქვამია ოპერის თეატრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

იტალიაში კორონავირუსის 1,694 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 34-ია.