87 წლის ასაკში გენერალ-ლეიტენანტი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, შოთა გორგოძე გარდაიცვალა.
იგი წლების განმავლობაში სამსახურეობრივ საქმიანობას ჩამოცილებული იყო, მანამდე კი 1977–1986 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 1986-1990 წლებში იყო შს მინისტრი. 1987–1990 წლებში — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 1994–2000 წლებში კი - საქართველოს შსს აკადემიის რექტორი.