გიგა ბოკერია: გამოუშვან პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ რეპრესიები და მიიღონ არსებითად პროპორციული სისტემა

გიგა ბოკერია: გამოუშვან პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ რეპრესიები და მიიღონ არსებითად პროპორციული სისტემა

ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ მოთხოვნებს არ ცვლის. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განმარტებით, იმისთვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკება შედგეს, აუცილებელია მმართველმა პარტიამ ოპონენტების მთავარი მოთხოვნები შეასრულოს.

"გამოუშვან პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ რეპრესიები და მიიღონ არსებითად პროპორციული სისტემა. რახან თვითონ შემოგვთავაზეს, რომ პარტიულ სიას და მაჟორიტარებს შორის პროპორცია არის გზა ამის გადაწყვეტის, ჩვენ ვუთხარით თუ როგორ უნდა გადაწყდეს - 130 პარტიული სიით, 20 მაჟორიტარი. მარტივია ხომ?! გადადგან ეს ნაბიჯები, მდგომარეობა განიმუხტება და მერე შეეგუონ ამომრჩევლების გადაწყვეტილებას არჩევნებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, მათი მარცხი იქნება," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, ის, რომ 40 %-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა, მისასალმებელია.

"40%-ს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ეს არ არის ცუდი. ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვქონდა მოსაზრებები წარდგენილი. კარგია, რომ ამას ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება. მაგრამ არის ძალიან ბევრი საკითხი, ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც დახვეწას ითვალისწინებს, რომლებიც გასათვალისწინებელია და ამ საკითხებზე ჩვენ ალბათ უახლოეს ხანებში კიდევ უნდა გვქონდეს სერიოზული კონსულტაციები.

მთლიანობაში ვამბობ, რომ კონსტურქციულობას მივესალმებით, მაგრამ ყველა საკითხი, რაც განვიხილეთ და წარვადგინეთ საერთაშორისო მეგობრების თანამონაწილეობით და დევს მაგიდაზე, ეს კომპლექტში უნდა იყოს განხილული," - განაცხადა ბარამიძემ.

Aburjga Tasmanieli სამართლიანობა გახდა ფარდობითი ცნება. შეიძლება ადრეც ფარდობითი იყო, მაგრამ ამ ინტერნეტის და ტელევიზიების ეპოქაში ამ ცნების ფარდობითობა ნათლად გამოჩნდა! ასე რომ არ იყოს და სამართლიანობა იყოს აბსოლუტური ცნება, მაშინ თუ დააპატიმრეს და მოახდევინეს სასჯელი ვანო მერაბიშვილს, თუ სასჯელს იხდის ახალაია, უგულავა, ოქრუაშვილი და ა.შ. ასევე უნდა მოეხადა სასჯელი ბოკერიას. ასევე უნდა მოეხადა სასჯელი ადეიშვილს, სააკაშვილს და ა.შ.! რადგან ეს პირები დაუსხლტნენ სასჯელს და მსოფლიოს მმართველმა ელიტამ ჩათვალა, რომ ამათ არ დაიჭერს, მაშინ ისინიც, დაჭერილებიც უნდა გამოუშვათ! მაგრამ რადგანაც სამართლიანობა ფარდობითი მცნებაა, ასე ყველაფერი მოსულა, მშრომელი და საქმის გამკეთებელი ვანო ციხის საკანს ხეხავდა, ამ დროს ბოკერია თავისუფლად დანავარდობდა, ჩვეულ აბრა-კადაბრას ლაყვბობდა და მთელს საქართველოს ჭკუას და კანონს გვასწავლიდა. მე ვერ, მაგრამ თქვენ ქართულ ოცნებას კი! იქეთ შუაგულმა ევროპამ მფარველობის კალთა გადააფარა ადეიშვილს. აქეთ უკრაინაში სააკაშვილი ჯერ გუბერნატორი გახდა, მერე კი კინაღამ პრემიერობასაც გამოჰკრა ხელი! მოკლედ კალოში დევს პიანინოზე. შეკითხვაა - კალოშს პიანინოზე რა უნდა?! პასუხი - პიანინო ჩემია, კალოშიც.... ჩემს კალოშს სადაც მინდა იქ დავდებ!
აი ასეა, "ჩვვენი სტრატეგიული მეგობრები" ანუ ჩვენი ხაზეინები რაც მათ უნდათ იმათ აკეთებენ და არას დაგიდევენ არც საქართველოს სუვერენიტეტს, არც ქართველ ხალხს და არც ჩვენ ისტორიას!
5 წლის უკან
tngh არსებობს კი ისეთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი საქართველოში, სადაც ეს ვაჟბატონი თუნდაც 5%-ს აიღებს??? რა უფლებით ლაპარაკობს საზოგადოების სახელით და ულტიმატუმებს აყენებს???
5 წლის უკან