შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია - რაზე ისაუბრეს „ოცნებაში“

შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია - რაზე ისაუბრეს „ოცნებაში“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მისაღწევად ნაბიჯები გადაიდგა.

როგორც თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მათ შორის შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია.

„ჩვენ დღეს გვქონდა საპარლამენტო უმრავლესობასთან სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმდჯდომარე ესწრებოდა. განვიხილეთ მიმდინარე მოლაპარაკებების ყველა მთავარი საკითხი. ჩვენი გუნდი ამომწურავად ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ ძირითად პირობებზე, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განიხილებოდა.

ამ მომენტისთვის, შემიძლია, გითხრათ, ჩვენს გუნდასაც აქვს იგივე ინფორმაცია, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40%-იანი საარჩევნო ბარიერი და არჩევნები, რომელიც 2020 წელს უნდა ჩატარდეს, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირები ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციის მისამართით სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომელიც ამ მოცემულობაში შესაძლებელი იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიყო.

მესმის, რომ ამ დღეებში ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა, რომ თავისი რაკურსით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის ზოგიერთი დეტალი, რომელიც ამ მოლაპარაკების საგანი იყო, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხშირად ამ წარმომადგენლების განცხადებები იმ რაციონალურ არგუმენტებს და რეალობას ცდება, რომელიც განიხილებოდა. მინდა ყველა ადამიანი დავამშვიდო, ვინც ამ პროცესს გულშემატკივრობს. ამ მომენტისთვის, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან ნაბიჯები არის გადადგმული იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. დღეის მონაცემებით, შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის ამ შეთანხმებას და დაბლოკავს, მოუწევს, რომ საზოგადოებასა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, თუ რა იყო ამის რეალური მიზეზი და მოტივაცია", - განაცხადა თალაკვაძემ.

Aburjga Tasmanieli ახალგაზრდებო ჩაგაფსმევინათ "ჩვენი სრატეგიული მოკავშირეების" ემისრებმა თუ იდეურად მაინც ისე ფიქრობდით, როგორც ნაცმოძრაობის ფრთის ქვეშ შეყუჟული ე.წ. ოპოზიცია?! სამარცხვინო ხალხი ხართ! თქვენი დაწერილი კონსტიტუცია ხომ გადაგახიეს თავზე და მერე ნაკუწები შეგაჭამეს?! ჰოდა ნუ გაგიკვირდებათ, როცა არჩევნებს პირწმინდათ წააგებთ!
5 წლის უკან